x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"დასავლეთის ქვეყნები აღარ არიან ერები, უნგრელებს კი არ სურთ გახდნენ შერეული რასა" - ვიქტორ ორბანი
image

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უნგრელებს "არ სურთ გახდნენ შერეული რასა" და არ არიან დაინტერესებულნი "არაევროპელებთან" კომუნიკაციით.


ულტრამემარჯვენე ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დასავლეთ ევროპის მულტიკულტურული ქვეყნები, სადაც ევროპელები და არაევროპელები ერთად ცხოვრობენ, "აღარ ითვლებიან ერებად".


59 წლის ორბანმა შაბათს რუმინეთში ვიზიტის დროს დაიცვა თავისი ხედვა „უნგრული რასის“ შესახებ.



”ჩვენ გადავდივაღთ სხვაგა საცხოვრებლად, ვმუშაობთ სხვაგან და ვითქვიფებით ევროპაში”, - თქვა მან ბაილნე ტუსნადის საზაფხულო უნივერსიტეტში გამოსვლის დროს.რომელიც რუმინეთში ტრანსილვანიის რეგიონში დბეარეობს, სადაც დიდი უნგრული თემია თავმოყრილი.


”მაგრამ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ შერეული რასის მქონე”, ”მულტიეთნიკური” ხალხი, რომელიც შეერევა ”არაევროპელებს”, - თქვა მან.


თავისი გამოსვლის დროს ორბანმა აღნიშნა, რომ „დასავლეთი ორად არის გაყოფილი“, ქედან ერთი ნახევარი არის ქვეყნები, სადაც ევროპელები არაევროპელებს ერევიან, იუწყება Daily News Hungary.


”ეს ქვეყნები აღარ არიან ერები”, - დასძინა მან და მიუთითა დასავლეთ ევროპაზე.


პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ეს ქვეყნები აგრძელებენ ბრძოლას ცენტრალურ ევროპასთან, რათა "შეგვეცვალონ ჩვენ და გავხდეთ მათნაირები“.


„სულიერი გაგებით, დასავლეთმა გადმოინაცვლა ცენტრალურ ევროპაში“, დასძინა ორბანმა.

1
475
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
475
  
2022, 26 ივლისი, 18:05
დღევანდელობის უდიდესი ევროპელი პოლიტიკოსი.
0 1 1