x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139006
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო ქალები ( +11 ფოტო)
image


თითოეული ქალი არის უნიკალური, რომელიც განსხვავდება სხვა ქალებისგან და ეს ხდის მას განსაკუთრებულს. ამ სტატიაში იქნება საუბარი იმ ქალბატონებზე, რომლებიც ცნობილები გახდნენ თავიანთი უჩვეულო გარეგნობით.

ეს გოგონა არის ამაზონ ევა, რომელიც შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი ქალი მოდელი, მისი სიმაღლეა- 203 სმ.საინტერესოა ის ფაქტი, რომ მის ოჯახში ყველა ქალი მაღალი იყო. მისი სიმაღლის გამო ხშირად განიცდიდა დისკომფორტს არა მხოლოდ ცხოვრებაში, არამედ მის პირად ურთიერთობაში, საბედნიეროდ შეხვდა ადამიანს, სახელად დენის, რომელთანაც აპირებს დაქორწინებას.






ქალბატონი ფილმიდან


image

ავსტრალიელმა მოდელმა, პანი ბრაუნმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჰგავდეს ჯესიკა კურდღელს- ფილმიდან. გოგონამ არა მხოლოდ 6 ნეკნი ამოიღო, არამედ 23 საათი ატარებს კორსეტს, მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამ შედეგის

მისაღწევად.




ყველაზე მოქნილი ქალი მსოფლიოში
image

ჯულია გუნტელი არის მსოფლილოში ყველაზე მოქნილი ქალი, მისი წარმოუდგენელი ბუნებრივი

ელასტიური მყესების წყალობით, ის ახერხებს საოცარი პოზების მიღებას. 4 წლის იყო, როდესაც მისი ნიჭი შეამჩნიეს. 2012 წელს შევიდა მსოფლიოში, როგორც ყველაზე მოქნილი გოგონა.






ყველაზე პატარა ქალი დედამიწაზე

image

იოტი ამგე - შეიყვანეს გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე პატარა გოგონა

დედამიწაზე. იოტი ამგე ცხოვრობს ინდოეთში, მისი სიმაღლეა- 62, 8 სმ. ხოლო წონა-5, 2 კგ.





ყველაზე ტატუირებული ქალი

image

ჯულია გნუსი, ცნობილი როგორც ილუსტრირებული ქალბატონი, მას 30 წლის ასაკში განუვითარდა პორფირია (დაავადება, რომელიც მზის სხივების ყოფნის ქვეშ ადამიანს კანზე უვითარდება ბუშტუკები), იმის გამო, რომ ამ ქალბატონის კანი დაფარული იყო

ნაწიბურებით, მიმართა კრეატიულ იდეას, გადაწყვიტა სხეული დაეფარა ტატუებით. ის შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში, რადგან მისი სხეულის 95 პროცენტი დაფარულია ტატუებით.




ყველაზე დიდი თეძოები

image

მიკელ რუფინელი -ქალი გასაოცარი ზომის თეძოებით, დიამეტრი არის 2, 5 მ. ხოლო წონა 190 კილოა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიკელს საერთოდ არ აწუხებს ეს ფაქტი, პირიქით. მას ჰყავს მეუღლე, რომელიც აღმერთებს, ასევე ჰყავს 4 შვილი.




ცოცხალი ბარბის თოჯინა

image

ვალერია ლუკიანოვა, რომელიც არის ოდესიდან, მას აქვს მეტსახელი “ცოცხალი თოჯინა ბარბი", მიუხედავად ამ სახელისა მას არ მოსწონს ეს სახელწოდება. ამბობს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ 1 პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, მკერდის გადიდება.თუმცა ექსპერტები ამ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ.




ყველაზე დიდი ხელოვნური მკერდი

image

მაირა ჰილსი არის ქალბატონი- ყველაზე დიდი მკერდით, მისი გარშემოწერილობა -149 სანტიმეტრია, ხოლო თეძოების-91 სმ. მაირას მკერდი დაახლოებით 15 კილოგრამს იწონის.




ქალი 2 თავით

image


აბიგაილი და ბრიტანი ჰენსელი, უჩვეულო ქალები არიან, ისინი დიცეფალიური ტყუპები არიან, მათ ქვთ ერთი ტანი, 2 თავი, 1 წყვილი მკლავი და 1 წყვილი ფეხი, 3 ფილტვი. თითოეულ დას აქვს თავისი კუჭი, თუმცა საერთო აქვთ სისხლით მომარაგება სხეულში. ორივე და იმდენად შეხმატკბილებულია, ხელი არ ეშლებათ სიარულში, მანქანის მართვასა თუ პიანინოზე დაკვრაში.




ყველაზე გრძელი დრედები

image


აშა მანდელას მსოფლიოში ყველაზე გრძელი დრედები აქვს. მისი სიგრძე- 17 მეტრია, რაც ავტობუსის სიგრძეს აღემატება. აშას თმა 19 კილოგრამზე მეტს იწონის, რომელიც უამრავ პრობლემას უქმნის. თმის დაბანისთვის და გაშრობისთვის 2 დღე სჭირდება.





ლამაზმანი 3 მკერდით

image
ალიშა ჰესლერი დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში ერთადერთ ქალად ითვლებოდა, რომელსაც ჰქონდა სამი მკერდი. შემდეგ მოგვიანებით გაირკვა აეროპორტში, როცა იმყოფებოდა, რომ მას სინამდვილეში 3 მკერდის ნაცვლად 2 მკერდი ჰქონდა, შესაძლოა ეს ჩაითვალოს ყველაზე უცნაურ ხუმრობად მისი მხრიდან.



საინტერესო სტატიები

image1)“ეგზოტიკური" -სილამაზე ( +9 ფოტო)

2)ყველაზე პატარა ადამიანი მსოფლიოში ( +8 ფოტო)

3)ალბინოსი ადამიანების შოკისმომგვრელი ფოტოები ( +10 ფოტო)

4)საიდუმლოებით მოცული რიტუალები

5)8 ყველაზე უცნაური და იშვიათი არსება

6)12 ადამიანის ცხოვრების მაგალითები, რომელთა გამძლეობა შეშურდებოდა ტიბეტელ ბერებს



0
1992
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
1992
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0