სხვა უჩვეულო და საინტერესო ფაქტები ყველაფერზე, რაც ჩვენ გარშემოა 2022, 23 ივლისი, 13:59 და იცით რომ…1. ჭარბი რუჯის გამო კანის კიბოს შემთხვევების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მოწევის შედეგად გამოწვეული ფილტვის კიბოს შემთხვევები.![]() 2. თანამედროვე ბრიტანული აქცენტი ინდუსტრიული რევოლუციის დროს "ახალ მდიდრებს" (ნუვორიშებს) შორის წარმოიშვა, რომლებიც საკუთარი თავის პომპეზურად წარმოჩენას ცდილობდნენ, ვინაიდან ფიქრობდნენ რომ ეს მათ სხვების თვალში პრესტიჟს აუმაღლებდა.![]() 3. უსინათლოთა კითხვისა და წერის სისტემის გამომგონებელმა, ლუი ბრაილმა, თავის რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტის შესაქმნელად ზუსტად იგივე სადგისი გამოიყენა, რომლითაც მან შემთხვევით სამი წლის ასაკში მხედველობა დაკარგა.![]() 4. ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების ცივილიზაციაზე უფრო ძველია. ოქსფორდი 1249 წელს დაარსდა, აცტეკების ქალაქი-სახელმწიფო ტენოჩტიტლანი კი - 1325 წელს.![]() 5. ელესდის ზემოქმედების ქვეშ ვიზუალური ჰალუცინაციები უსინათლო ადამიანებსაც აღენიშნებათ.![]() 6. ჯორჯიის შტატის ერთ - ერთი კომპანია გარდაცვლილთა ოჯახებს ტრადიციული დაკრძალვის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს, რაც კრემაციის შედეგად ფერფლის ცემენტში არევასა და ხელოვნური რიფი წარმოსაქმნელად ოკეანის ფსკერზე გადაგდებას გულისხმობს.![]() 7. კუბას შეუძლია წიგნიერების გასაოცრად მაღალი - 99, 8%-ით იამაყოს.![]() 8. ზოგიერთ ცხელ ქვეყანაში იზრდება ხილის ხე, სახელწოდებით "შავი საპოტა". მისი ნაყოფის გემო შოკოლადის პუდინგს ჰგავს, რომლის ცხიმის შემცველობაც ძალიან დაბალია, ხოლო მასში არსებული C ვიტამინი ფორთოხალთან შედარებით ოთხჯერ მეტია.![]() 9. როდესაც ადამიანი ძილს წყვეტს, მისი ტვინის უჯრედები საკუთარ "ნარჩენებში" დახრჩობას იწყებენ. ამრიგად, ძილის მთავარი ფუნქცია მეტაბოლური შუალედური ნივთიერებებისგან ნერვული სისტემის გაწმენდაა, რომლებიც შესაძლოა ტოქსიკური იყოს.![]() 10. 1988 წელს ჰავაის სამგზავრო თვითმფრინავზე ჰერმეტულობის დარღვევა მოხდა, რის შედეგადაც თვითმფრინავის კორპუსის ზედა სტრუქტურის მყარი ნაწილი ჩამოვარდა, თუმცა თვითმფრინავმა მაინც უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. ავარიის შედეგად მხოლოდ ერთი ბორტგამცილებელი დაიღუპა.![]() 11. მზე და მთვარე საოცარი დამთხვევის წყალობით დაახლოებით ერთნაირი ზომის გვეჩვენება: მთვარე მზეზე 400-ჯერ პატარაა, თუმცა ის 400-ჯერ უფრო ახლოა.![]() 12. ის ფაქტი, რომ მტვრის უმეტესი ნაწილი აქერცლილი კანის უჯრედებისგან წარმოიქმნება - უბრალოდ მითია. სინამდვილეში, მტვრის უმეტესი ნაწილი ცხოველების ქერტლისგან, ქვიშისგან, მწერების გამონადენისგან, სხვადასხვა ფხვნილებისგან და, რა თქმა უნდა, თიხისგან შედგება.![]() 13. ნორილსკის შემოგარენი მძიმე ლითონებით იმდენად დაბინძურებულია რომ ნიადაგის ზედაპირული ფენიდან მათი მოპოვება ეკონომიკურად უკვე მომგებიანიც კი გახდა.![]() 14. კილოგრამი კილოგრამთან წონის თანაფარდობით შოკოლადის ორცხობილა უფრო მეტ ენერგიას შეიცავს, ვიდრე იგივე რაოდენობის ტროტილი.331 შეფასება არ არის |