x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
უჩვეულო და საინტერესო ფაქტები ყველაფერზე, რაც ჩვენ გარშემოა

image



და იცით რომ…


1. ჭარბი რუჯის გამო კანის კიბოს შემთხვევების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მოწევის შედეგად გამოწვეული ფილტვის კიბოს შემთხვევები.


image


2. თანამედროვე ბრიტანული აქცენტი ინდუსტრიული რევოლუციის დროს "ახალ მდიდრებს" (ნუვორიშებს) შორის წარმოიშვა, რომლებიც საკუთარი თავის პომპეზურად წარმოჩენას ცდილობდნენ, ვინაიდან ფიქრობდნენ რომ ეს მათ სხვების თვალში პრესტიჟს აუმაღლებდა.


image


3. უსინათლოთა კითხვისა და წერის სისტემის გამომგონებელმა, ლუი ბრაილმა, თავის რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტის შესაქმნელად ზუსტად იგივე სადგისი გამოიყენა, რომლითაც მან შემთხვევით სამი წლის ასაკში მხედველობა დაკარგა.


image


4. ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების ცივილიზაციაზე უფრო ძველია. ოქსფორდი 1249 წელს დაარსდა, აცტეკების ქალაქი-სახელმწიფო ტენოჩტიტლანი კი - 1325 წელს.


image


5. ელესდის ზემოქმედების ქვეშ ვიზუალური ჰალუცინაციები უსინათლო ადამიანებსაც აღენიშნებათ.


image


6. ჯორჯიის შტატის ერთ - ერთი კომპანია გარდაცვლილთა ოჯახებს ტრადიციული დაკრძალვის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს, რაც კრემაციის შედეგად ფერფლის ცემენტში არევასა და ხელოვნური რიფი წარმოსაქმნელად ოკეანის ფსკერზე გადაგდებას გულისხმობს.


image


7. კუბას შეუძლია წიგნიერების გასაოცრად მაღალი - 99, 8%-ით იამაყოს.


image


8. ზოგიერთ ცხელ ქვეყანაში იზრდება ხილის ხე, სახელწოდებით "შავი საპოტა". მისი ნაყოფის გემო შოკოლადის პუდინგს ჰგავს, რომლის ცხიმის შემცველობაც ძალიან დაბალია, ხოლო მასში არსებული C ვიტამინი ფორთოხალთან შედარებით ოთხჯერ მეტია.

image


9. როდესაც ადამიანი ძილს წყვეტს, მისი ტვინის უჯრედები საკუთარ "ნარჩენებში" დახრჩობას იწყებენ. ამრიგად, ძილის მთავარი ფუნქცია მეტაბოლური შუალედური ნივთიერებებისგან ნერვული სისტემის გაწმენდაა, რომლებიც შესაძლოა ტოქსიკური იყოს.

image


10. 1988 წელს ჰავაის სამგზავრო თვითმფრინავზე ჰერმეტულობის დარღვევა მოხდა, რის შედეგადაც თვითმფრინავის კორპუსის ზედა სტრუქტურის მყარი ნაწილი ჩამოვარდა, თუმცა თვითმფრინავმა მაინც უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. ავარიის შედეგად მხოლოდ ერთი ბორტგამცილებელი დაიღუპა.


image


11. მზე და მთვარე საოცარი დამთხვევის წყალობით დაახლოებით ერთნაირი ზომის გვეჩვენება: მთვარე მზეზე 400-ჯერ პატარაა, თუმცა ის 400-ჯერ უფრო ახლოა.


image


12. ის ფაქტი, რომ მტვრის უმეტესი ნაწილი აქერცლილი კანის უჯრედებისგან წარმოიქმნება - უბრალოდ მითია. სინამდვილეში, მტვრის უმეტესი ნაწილი ცხოველების ქერტლისგან, ქვიშისგან, მწერების გამონადენისგან, სხვადასხვა ფხვნილებისგან და, რა თქმა უნდა, თიხისგან შედგება.


image


13. ნორილსკის შემოგარენი მძიმე ლითონებით იმდენად დაბინძურებულია რომ ნიადაგის ზედაპირული ფენიდან მათი მოპოვება ეკონომიკურად უკვე მომგებიანიც კი გახდა.


image


14. კილოგრამი კილოგრამთან წონის თანაფარდობით შოკოლადის ორცხობილა უფრო მეტ ენერგიას შეიცავს, ვიდრე იგივე რაოდენობის ტროტილი.










0
331
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
331