x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508881
"10 დღეა ვიღაც მირეკავს, მაგინებს და თან გაუპატიურებით მემუქრება, თან გეი ხარო მეძახის" - გიგა მაქარაშვილი
image

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ქართველი ემიგრანტი აკუწვით და გაუპატიურებით ემუქრება.


"10 დღეა ვიღაცა კაცი მწერს, მირეკავს… ბოლო სიტყვებით მაგინებს, მემუქრება, აკუწვას, დაწვას, მანამდე და მერე გაუპატიურებით მემუქრება, თან გეი ხარო მეძახის. დღეს ვუპასუხე, რას მერჩი მეთქი?


ბიძინას ოჯახს თავი დაანებე, თორემ ოდესმე გავიმართები, დავბრუნდები ემიგრაციიდან და სახეს მოგაჭამო


ანუ, ლუკმაპურის საშოვნელად ქვეყნიდანაა გადახვეწილი და 6 მილიარდიან ბიძინას იცავს


ხოა ღირსი ყოველ წელს ირაკლი კობახიძე ყავდეს მეკვლედ?


P.S.

ისევ რეკავს, პოსტი უნახავს მეთქი არ ვუპასუხებ, ამის გინებას რატო ვუსმინო თქო, მაგრამ შემეცოდა, ავიღე… რას მეუბნება იცით? ბიძინაზე ლაპარაკი რო აგიკრძალე, ირაკლი კობახიძეც იგულისხმება და არც მაგას შეეხოო. გამო***ებული


კიდევ რეკავს. ბოზი ხარ, ყველაფერს წერ რასაც გეუბნებიო. მე ვერ ჩამოვდივარ, ოჯახი მყავს სარჩენი და შენ რომ ჩამო***ბი პოლონეთში, მაგრად უნდა მოგტ***ო! შე მამათმავალოო. მეთქი, პოლონეში ვარ ძმაო ამ წამს (მართლა პოლონეთში ვარ, უკრაინისკენ მივდივარ), სად მოვიდე? მატყუებო! კამერა ჩავურთე ციხეში არ ვიყო გადაგხსნიდი ნაკერზეო! დამბლოკა" "-წერს გიგა მაქარაშვილი.



შეგახსენებთ, გიგა მაქარაშვილმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა იტალიაში მოთამაშე ხვიჩა კვარაცელიაზე, რამაც საზოგადოების უდიდესი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.


„ჩვენს ოქროს ბიჭს იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია ჰქონდა. იტალიელმა ჟურნალისტებმა რუსული კლუბიდამ გადასულ ქართველს რა თქმა უნდა უკრაინაზეც დაუსვეს შეკითხვა.


პასუხის მოლოდინში ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე, ნეტავ არ ეკითხათ. „ვფიქრობ, რუსეთში არსებული მდგომარეობა პოლიტიკური საკითხია. სიტუაცია ძალიან რთულია. მე ავირჩიე ბათუმის “დინამოში” თამაში, რადგან ის ჩემი ქვეყანაა, მაგრამ არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი"


კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, შეიძლება საუკეთესოც გახდე, მაგრამ თუ გულში საკმარისად ადამიანი არ ხარ, მაგას არაფერი შველის“, - აღბიშნა მაქარაშვილმა Facebook-ზე.


1
236
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
236
  
2022, 22 ივლისი, 14:55
სირკაცა ნახეეთ, ბულინგის მსხვერპლი ყოფილა. და კიდევ ბაიდენს დაანებე თავიო, ეგეც გითხრა?
0 1 1