უბედური შემთხვევის დროს, თბილისის შემოსასვლელთან, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, დედა და ტაქსის მძღოლი გარდაიცვალნენ.
გომბორის გზატკეცილზე ერთმანეთს ”ოპელის” მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა.
მსუბუქი ავტომობილების შეჯახების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
სულ დაზარალებულია 12 ადამიანი. ისინი საგარეჯოს ცენტრალურ საავადმყოფოსა და თბილისის მე-5 სამკურნალო დაწესებულებებში გადაანაწილეს.
იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ოთხი ბავშვი. ერთ-ერთ მათგანს ამ წუთებისათვის ოპერაცია უტარდება. პატარა პაციენტს მენჯ- ბარძაყის მოტეხილობა აქვს. ექიმების თქმით, ერთ-ერთი მოზარდი ქალა-ტვინის დახურული ტრამვით რეანიმაციაში იმყოფება. დანარჩენების მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
პირველი კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ოპერაცია ჩაუტარდა ორ მშობელსაც. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხცერხდა.
ტაქსიში, რომელიც ავარიაში მოყვა, ორი მანდილოსანი, 6 ბავშვთან ერთად, იჯდა. ისინი თბილისიდან კახეთის მიმართულებით მიდიოდნენ.