Quiz გამოიცანით ქართული ფილმი სიმღერის ტექსტის მიხედვით 2022, 21 ივლისი, 19:50 კინოხელოვნება ჩნდება მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე. ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როდესაც ვასილ ამაშუკელმა ფილმების გადაღება დაიწყო, მასვე ეკუთვნის 1912 წელს გადაღებული „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც აქამდე შემორჩენილი პირველ ფილმად ითვლება, რაც შეეხება მხატვრულ ფილმს, 1919 წელს იქნა გადაღებული "ქრისტინე", რომელიც გერმანე გოგოტიძეს ეკუთვნის. მას შემდეგ 100 წელზე მეტი გავიდა, განსაკუთრებით ქართული ფილმების აღორძინება შეინიშნება გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან, მოდის რეჟისორების ახალი ტალღა, ზედიზედ იქმნება ფილმები, რომლებმაც საერთაშორიშო აღიარება მოიპოვეს სხვადასხვა კინოფესტივალებზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გასაგები მიზეზების გამო მკვეთრად შემცირდა კინოპროდუქციის წარმოება, ხელახალი გამოცოცხლება დაიწყო ახალ ათასწლეულში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართული კინემატოგრაფია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სულ უფრო ხშირად ექცევა. 2013 წელს ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური ფილმი "მანდარინები" ნომინირებული იყო "ოქროს გლობუსის" და "ოსკარის " ნომინაციაზე, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი. 2021 წელს კი მსოფლიოს რჩეული ლევან კოღუაშვილის "მეოთხე ბრაიტონი"(მთავარ როლში ლევან თედიაშვილი) გახდა, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინანტთა სიაში მოხვდა. ახლა კი გადავიდეთ ქვიზზე, რომელშიც 10 კითხვაა და 3 სავარაუდო პასუხი, თქვენ უნდა გამოიცნოთ ქართული ფილმი სიმღერის ტექსტის მიხედვით. გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. 419 3-ს მოსწონს
|