x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
არის თუ არა პუტინი ავად? - ამერიკის დაზვერვის შეფმა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
image

უილიამ ბერნსმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე.


ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა(CIA) უილიამ ბერნსმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. განცხადება მან ასპენის ფორუმზე გააკეთა.


ბერნსმა, კერძოდ, მიუთითა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ გავრცლებულ ჭორების სიმრავლეზე, რომელიც აქტიურად შუქდება მსოფლიო მედიაში.



მან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს "ზედმეტად ჯანმრთელი" უწოდა.


რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ის არის ზედმეტად ჯანმრთელი (entirely too healthy)“, - ციტირებს CIA-ს ხელმძღვანელის ნათქვამს ამერიკული CNBS-ი, დაზვერვის შეფმა ისიც დასძინა, რომ ეს არის „დაზვერვის არაფორმალური შეფასება“.



მანვე აღნიშნა, რომ უკრაინელებმა უნდა გააგრძელონ წინააღმდეგობის გაწევა „სანამ ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას იმ იარაღითა და საბრძოლო მასალებით, რომლებსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებდნენ“.

image

ბერნსის თქმით, პუტინი შეცდა, როდესაც ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ნატოს ალიანსის გაყოფა - ამის ნაცვლად, ნატო მიესალმება ფინეთს და შვედეთს და ზრდის თავისი ჯარების რაოდენობას რუსეთის საზღვრებთან.


”ის ფიქრობდა, რომ უცებ დამყარებდა კონტროლს უკრაინაზე, ” - თქვა ბერნსმა. ძნელია, ეს პუტინისა და რუსეთის სტრატეგიულ წარუმატებლობად არ აღვიქვათ.



ბერნმსა ომში დაღუპულთა რაოდენობაც დაასახელა.მისი თქმით, დაახლოებით 15 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და სამჯერ მეტი დაიჭრა. სავარაუდოდ, უკრაინელთა მხრიდანაც მსხვერპლი თითქმის იგივეა.

1
534
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
534
  
2022, 21 ივლისი, 17:44
ფინეთი და შვედეთი თუ ნატოს წევრები ხდებიან,რა ხეირი უკრაინას? უკრაინა ომშია ჩართული,საქართველო იყო და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა,ხოლო შვედეთი და ფინეთი ხდებიან ნატოს წევრები. ამაზე უნდა თქვა მოგ**** ნატოს წესდება და მორალი
0 1 1