ქალი და მამაკაცი ჯენიფერ ლოპესმა პირველი ღამის შემდგომი ფოტო გამოაქვეყნა(ფოტო) 2022, 19 ივლისი, 17:13 ![]() გლობალური მედია აგრძელებს ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ბოლო ქორწილის განხილვას, რომელიც შედგა თავდაპირველად დათქმული თარიღიდან თითქმის 20 წლის შემდეგ. წყვილმა ლას-ვეგასში საიდუმლო ცერემონია გამართა. მათ ქორწინებაზე თანხმობა კლარკის ოლქის სასამართლომ გასცა. შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის პირველი ქორწილი, რომელიც დაგეგმილი იყო 2003 წლის სექტემბერში, ჯერ გადაიდო, შემდეგ კი მთლიანად გაუქმდა. თავად მათივე განცხადებით, იმ პერიოდში წყვილი მედიის მხრიდან მათ პირად ცხოვრებაში ჩარევას, ძლიერ ზეწოლას და ყურადღებას განიცადა. ![]() ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, უკვე ჯენიფერ ლინ აფლეკმა ინტერნეტში გამოაქვეყნა თავისი ფოტო ქორწილის პირველი ღამის შემდეგ. ჯენიფერი საწოლში წევს ქათქათა თეთრეულზე, თვალები უბრწყინავს და იღიმის, აშკარად ბედნიერია და კმაყოფილი. ![]() ასევ დევს ფოტო სადაც მისი მასიური იშვიათი ბრილიანტის ბეჭედია აღბეჭდილი.8, 5 კარატიანი იშვიათი მწვანე ქვა 10 მილიონ დოლარად არის შეფასებული ![]() რაც შეეხება ბენ აფლეკს, ჯენიფერ ლოპესამდე რომანი ჰქონდა მსახიობ გვინეტ პელტროუსთან, 2005 წელს კი დაქორწინდა მსახიობ ჯენიფერ გარნერზე, განქორწინების შემდეფ 2019-2021 წლებში კი ხვდებოდა კუბელ მსახიობს ანოი დე არმასს. 449 4-ს მოსწონს
|