x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125353
  • ვიდეო:355904
  • სურათი:498235
პარალიზებული ადამიანები მალე სიარულს შეძლებენ – ებრაელ მეცნიერთა აღმოჩენა

რეგენერაციული იმპლანტები მზადდება ღეროვანი უჯრედებისგან, რომლებიც ადვილად მიიღება პაციენტის ცხიმოვანი ქსოვილისგან.


image


რეგენერაციული ბიოტექნოლოგიის ცენტრი საგოლი


თელავივის უნივერსიტეტის საგოლის რეგენერაციული ბიოტექნოლოგიის ცენტრის სპეციალისტებმა ადამიანის ზურგის ტვინის ქსოვილები ჩაუნერგეს ლაბორატორიის ცხოველებს, რომლებიც 2 ჯგუფად იყოფოდნენ: ისინი, რომელთა პარალიზებიდან ცოტა დრო იყო გასული და დიდი ხნის პარალიზებული პაციენტები. იმპლანტაციის შემდეგ, მწვავე დამბლით დაავადებული ლაბორატორიის ცხოველების 100% და ქრონიკული დამბლის 80% დაუბრუნდა სიარულის უნარი.


ებრაელ მეცნიერთა ტექნოლოგია ეფუძნება პაციენტის მუცლის ცხიმოვანი ქსოვილიდან მცირეოდენი ბიოფსიის აღებას. აღნიშნული ქსოვილი, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი ქსოვილები ჩვენს ორგანიზმში, შედგება უჯრედებისა და უჯრედგარე მატრიქსებისგან, რომელიც შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა კოლაგენი და შაქარი. უჯრედების უჯრედგარე მატრიქსისგან გამოყოფის შემდეგ, მეცნიერებმა გამოიყენეს გენური ინჟინერია უჯრედების რეპროგრამირებისთვის, დააბრუნეს ისინი ემბრიონის ღეროვანი უჯრედების მსგავს მდგომარეობაში, რომელსაც შეუძლია გახდეს ნებისმიერი ტიპის უჯრედი ორგანიზმში.


image

image

უჯრედგარე მატრიქსიდან შევქმენით პერსონალიზირებული ჰიდროგელი, რომელიც იმპლანტაციის შემდეგ არ გამოიწვევს ნეგატიურ იმუნურ რეაქციას ან შეუთავსებლობას.

შემდეგ ღეროვანი უჯრედები მოვათავსეთ ჰიდროგელში და ზურგის ტვინის ემბრიონული განვითარების მსგავს პროცესში, უჯრედები სამგანზომილებიანი ნერვული ქსელის იმპლანტანტებად გადავაქციეთ, რომლებიც მამოძრავებელ ნეირონებს შეიცავენ."– ტალ დვირი, საგოლის რეგენერაციული ბიოტექნოლოგიის ცენტრის პროფესორი.


მკვლევარების აზრით, ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანის იმპლანტირებული ქსოვილები ცხოველის გრძელვადიან გამოჯანმრთელებას იწვევს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში გადავლენ ადამიანებზე კლინიკური კვლევების ჩატარების სტადიაზე. კომპანიის პრეკლინიკური პროგრამა უკვე განხილული იქნა FDA–თან (სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია). იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად პარალიზებული პაციენტებისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს, მკვლევარები თვლიან, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის შედარებით სწრაფ დამტკიცებას უნდა ველოდოთ.


მსოფლიოში მილიონობით ადამიანი პარალიზებულია ხერხემლის დაზიანების გამო. დღემდე არ აღმოუჩენიათ მათი მკურნალობის ეფექტური საშუალება. ჩვენი მიზანია – გავაკეთოთ ზურგის ტვინის პერსონალიზებული იმპლანტანტები ყველა პარალიზებული ადამიანისთვის, რაც დაზიანებულ ქსოვილს რეგენერაციას საშუალებას მისცემს უკუჩვენების რისკის გარეშე.


ასევე დაგაინტერესებთ:



მეცნიერული ექსპერიმენტი, რომელიც გაიძულებთ კვების რაციონი შეცვალოთ


იცით რატომ უნდა დავლიოთ ჟოლოს წვენი?


როგორ მოვაცილოთ სოკო სახლიდან ბუნებრივი საშუალებებით?


მეცნიერებმა მკერდის კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზები დაასახელეს


როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა შემოდგომის სეზონზე – 10 უტყუარი მეთოდი


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად

1
273
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
273
  
2022, 20 ივლისი, 18:19
ეს ძალიან მაგარი ახალი ამბავია. ესეიგი ღეროვან უჯრედებად გადააქციეს ჯერ მუცლის ცხიმის უჯრედები (ნებისმიერ უჯრედზეა ეს შესაძლებელი), შემდეგ ეს ღეროვანი უჯრედები დააპროგრამეს ისე, რომ აქედან გაზრდილიყო ნეირონები და თან იმ ფორმით, რაც ზურგის ტვინის ნეირონები უნდა იყოს. შემდეგ მოახდინეს გადანერგვა სხეულში, კერზოდ ზურგის ტვინში და ამან გამოიღო 100%-იანი შედეგი მწვავე და 80%-იანი შედეგი ქრონიკულ პაციენტებში. ესეიგი რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება თვალთან მიმართებაში? მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ მთავარი პრობლემა გლაუკომით დაავადებულებთან მიმართებაში ის კი არაა რომ ბადურა ჩამოიშლება ხოლმე (მაგის აღდგენა დიდი ხანია შესაძლებელია), არამედ მთავარი პრობლემა არის ბადურასა და თავის ტვინის მხედველობის წილის დამაკავშირებელი ნეირონის განლევა. თუ ღეროვანი უჯრედიდან უკვე შესაძლებელია გაზრდა ამ ბადურის ნერვის, ესეიგი გლაუკომის მიერ გამოწვეული სიბრმავის განკურნებასაც მოახერხებენ...
0 1 1