x
image
მანანა თურმანიძე
ბოროტი ვერ გაიმარჯვებს - პატარა ლიზა დაკრძალეს
image


„ბოროტი ვერ გაიმარჯვებს“ - პატარა ლიზას დაკრძალვაზე ცრემლები ვერ შეიკავა მართლმადიდებელმა მოძღვარმა, რომელიც წესს უგებდა პატარა გოგონას.


ქალაქი ვინიცია, უკრაინა, ვინიცის ოლქი - ანგელოზივით მშვენიერი და მშვიდი, თეთრი ყვავილების გვირგვინში ჩაფლული, 4 წლის ლიზა დმიტრიევა, რომელიც რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად იქნა მოკლული, დაკრძალეს კვირას ცენტრალურ უკრაინაში. მართლმადიდებელმა მღვდელმა, რომელიც წესს უგებდა გოგონას, თავი ვერ შეიკავა და ტირილი აუტყდა. ტიროდა ყველა, ლიზას ოჯახი და ნათესავები.


ლიზა, რომელსაც დაუნის სინდრომი ჰქონდა, დედასთან ერთად მეტყველების თერაპევტის სანახავად მიდიოდა ხუთშაბათს, როდესაც რუსული რაკეტები ქალაქ ვინიცას დაატყდა თავს, ფრონტის ხაზიდან მოშორებით. დაიღუპა მინიმუმ 24 ადამიანი, მათ შორის ლიზა და ორი ბიჭი - 7 და 8 წლის ბავშვები. 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, მათ შორის ლიზას დედა.



image


„ნახე, ჩემო ყვავილო! შეხედე, რამდენი ადამიანი მოვიდა შენთან, - ეფერებოდა პატარა ლიზას ბებია, ლარისა დმიტრიშინა და თავზე ხელს უსვამდა. მარმარილოსფერი პატარა ლიზა მშვიდად იწვა ყვავილებით და დათუნიებით სავსე პატარა კუბოში, ვინიცის მე-18 საუკუნის ფერისცვალების ტაძარში და გასაფრენად მომზადებულ ანგელოზს ჰგავდა.


ლიზას მამა, არტემ დმიტრიევი, უხმოდ ტიროდა, სახეზე ცრემლები ღვარად ჩამოსდინოდა.


ლიზას დედა, 33 წლის ირინა დმიტრიევა ჰოსპიტალიზირებულია, იგი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ოჯახს არ უთქვამს მისთვის ლიზას დაკრძალვის შესახებ, იმის შიშით, რომ ამას შეეძლო გაერთულებინა მისი ისედაც რთული მდგომარეობა.


"დედამ ვერც კი გნახა, რა ლამაზი ხარ დღეს", - ტიროდა ბებია.


ტიროდა ყველა. ლიზას კი ალბათ მოუთმენლად ელიან მასავით სუფთა, მარმარილოსფერი, პატარა ანგელოზები, რომლებიც მასავით ცათა სასუფევლის გზას დაადგნენ, რადგან ამქვეყნად ბოროტი ბობოქრობს და ანგელოზებს კლავს.


ილოცეთ უკრაინისთვის პატარა ანგელოზებო, ცათა სასუფეველიდან შეეწიეთ უკრაინას და მსოფლიოს, ილოცეთ მშვიდობისთვის და შეავედრეთ უფალს ცოდვილი დედამიწა.



9
236
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
236
  
2022, 30 აგვისტო, 4:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანანა თურმანიძე-ის კომენტარზე
2022, 8 აგვისტო, 18:00
პროპაგანდით და ფეიკებიტ რომ არ იყოთ დაკავებული, საკუთარი სახელით და გვარით იქნებოდით აქ და არა გამოგონილით. ასეთივე პროპაგანდის წყალობით, მთელი რუსეთი დააჯერეს, ვითომ ჩვენ, ქართველები ვხოცავდით ოსებს და მათ დასაცავად შემოვიდნენ, ამისაც გჯერათ, თუ გინდათ, რომ დავიჯერო?
2022, 20 ივლისი, 8:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანანა თურმანიძე-ის კომენტარზე
2022, 20 ივლისი, 7:21
რა ხოცვა ჟლეტვაზეა საუბარი, თქვენ თვითონ გჯერათ მაგის თუ არ გინახავთ რუსეთის პროვოკაციები საქართველოში, ან ამართლებთ მაგ პროვოკაციებს და ძალადობას? მსგავს ამორალურ დასკვნებს ვერაფრით ვერ მივიღებ! თავდამსხმელებს და ოკუპანტებს გამართლება არ აქვთ!
2022, 20 ივლისი, 5:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანანა თურმანიძე-ის კომენტარზე
2022, 19 ივლისი, 10:32
ევროპას და ზელენსკის რაში ადანაშAულებთ?
2022, 18 ივლისი, 15:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 18 ივლისი, 15:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 18 ივლისი, 14:46
ნაბოზარი პუტინი, ევროპა და ზელენსკი!
0 1 9