x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136061
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
მამაკაცმა სრულიად უემოციოდ მოკლა მიკროსესხების მოლარე და დაიწყო ფულის ძებნა(ვიდეო+18)
image

მოსკოვში, კოჟევნიჩესკაიას ქუჩაზე Viva Money-ის მიკროსესხების ოფისის თანამშრომლის მკვლელობის ამსახველი შემაძრწუნებელი ვიდეო ტელეგრამა SHOT-არხმა მა გამოაქვეყნა.


კადრებში ჩანს, რომ ოთახში შემოდის მამაკაცი თავზე კეპიანი ქუდით, სამედიცინო ნიღბით და მარცხენა ხელში შავი ზურგჩანთით და ზღურბლიდანვე მაგიდასთან მჯდომ ქალს მაყუჩიანი იარაღიდან ესვრის.


დამნაშავემ 51 წლის ირინა გ.-ს სრულიად უემოციოდ რამდენიმე ტყვია ესროლა, რომელთაგან ერთი შუბლში მოხვდა და ამის შემდეგ მამაკაცმა, თითქოს რამდენიმე წამის წინ ბუზი მოკლაო, მოკლული ქალის გვამი სკამიანად სრულიად გულგრილად გვერდზე გასწია, ჯერ მის უკან ოთახში გავიდა. თითქმის მაშინვე უკან გამობრუნდა და მისი მაგიდის შიგთავსის შემოწმება დაიწყო. თუმცა საბოლოოდ ზურგჩანთაში იარაღის გარდა არც არაფერი ჩაიდო. როგორც ჩანს, თავდამსხმელმა ქალი კი მოკლა, მაგრამ სამაგიერო სარგებელი ვერ მიიღო.


image

მკვლელობა მიკროსაფინასო ორგანიზაცია Viva Money-ში ექსპერტიზის დასკვნით 10 ივლისს დაახლოებით ღამით, 22 საათზე მოხდა, 51 წლის ქალის გვამი დილით აღმოაჩინეს.


გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დამნაშავე დააკავა, იგი აღმოჩნდა 46 წლის დიმიტრი პერევოზჩიკოვი, მან აღიარა მკვლელობა, მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნივთმტკიცბეულები, მათ შორის ზურგჩანთა და ის ტანსაცმელი, რომლითაც დანაშაული ჩაიდინა.

image

მან განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენა მთვრალმა გადაწყვიტა.



0
278
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0