x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134670
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
სალომე ზურაბიშვილს დათა თუთაშხიას როლის შემსრულებელი თენგიზ არჩვაძე ჰგონია?
image

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც სავარაუდოდ პრეზიდენტ სალომ ზურაბიშვილის წერილია ასახული, რომლის ადრესატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია.


საუბარია მსახიობ თენგიზ არჩვაძეზე, პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ მსახიობი 60-იანი წლებიდან მოყოლებული ემსახურება ქართულ ხელოვნებას და არაერთხელ დაუმსახურებია მაყურებლის აღფრთოვანება და სიყვარული, წერილში განსაკუთრებით აღნიშნულია მის მიერ შესრულებული "დათა თუთაშხიას" როლი.


"იგი არა მარტო შეიყვარა და შეითვისა ქართულმა საზოგადოებამ, არამედ მის მიერ განსახიერებული დათა თუთაშხია საკუთარ იდენტობათაც კი მიიჩნია, ამგვარი პატივი კი უდიდეს მსახიობთა შორისაც კი იშვიათობაა.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვაპირებ თენგიზ არჩვაძე დავაჯილდოო ბრწყინვალების ორდენით"-აღნიშნულია წერილში, რომელიც მიმდინარე წლის 7 ივლისითაა დათარიღებული.

image

მსახიობ თენგიზ არჩვაძეს მომდევნო თვეში დაბადებიდან 90 წელი უსრულდება, მაყურებელმა მსახიობი შეიყვარა ისეთი ფილმებით, როგორიცაა:კეთილი ადამიანები(1963)ხევსურული ბალადა(1965);შეხვედრა მთაში(1966);ჯვარცმული კუნძილი(1968);დიდოსტატის მარჯვენა(1970) და სხვა.

რაც შეეხება ფილმ დათა თუთაშხიას, იგი მინი სერიალში ასრულებს თუთაშხიას ბიძაშვილის, ჟანდარმი -მუშნი ზარანდიას როლს.

image

თენგიზ არჩვაძე არის საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). 2017 წელს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. არის ქალაქ რუსთავის საპატიო მოქალაქე (2020)

1
818
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
818
  
0 1 1