x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ბრაზილიელმა ანესთეზიოლოგმა, რომელმაც საკეისრო კვეთის წინ პაციენტი გააუპატიურა, კიდევ 5 მსგავ ინციდენტშია ეჭვმიტანილი
image

ბრაზილიელ ანესთეზიოლოგს, რომელსაც საკეისრო კვეთის დროს ანესთეზიის ქვეშ მყოფი ქალის გაუპატიურება ედება ბრალად, ვარაუდობენ, რომ ხუთი მსგავსი ქმედება ჩაიდინა სხვა ქალების მიმართაც.



32 წლის ჯოვანი ქუინტელა ბეზერა(Giovanni Quintella Bezerra) დააკავეს რიო-დე-ჟანეიროში 10 ივლისს მას შემდეგ, როდესაც ექთნებს ეჭვი შეეპარათ მის საქციელში იმ დღეს ორი საკეისრო კვეთის შემდეგ და მომდევნო პროცედურა ფარულად ვიდეოზე ჩაწერეს, რითაც პაციენტზე თავდასხმა დააფიქსირეს.


image



პოლიციაში, რომელმაც გამოიკვლია ინციდენტი პირველ ორ პაციენტზე, ახლა აცხადებენ, რომ კიდევ სამი ქალი, რომლებიც მკურნალობდნენ სხვადასხვა დღეებში, ექიმს ანალოგიურად სდებენ ბრალს მათზე განხორციელებული ძალადობის გამო. ან დროისთვის სულ მცირე ექვს იდენტურ ინციდენტზეა საუბარი.



image


ბეზერა პირველად სამშაბათს გამოცხადდა სასამართლოში, სადაც მოსამართლემ მას საქმის გამოძიების პროცესში განუსაზღვრელი პატიმრობა მიუსაჯა სამარტოო კამერაში.



ის ამჟამად გადაყვანილია ბანგუში - ბრაზილიის უდიდეს საპატიმრო კომპლექსში, რიოს დასავლეთით, სადაც სასჯელს იხდიან ქვეყნის ყველაზე საშიში პატიმრები და ციხეს აქვს ძალადობის რეპუტაცია - პატიმრები მისი მიყვანის დროს პატიმრები უსტვენდნენ და საკნის გისოსებზე აკაკუნებდნენ.




ინციდენტი, რამაც გამოიწვია მისი დაპატიმრება: ბეზერამ, სავარაუდოდ, ქალს, რომლისთვისაც საკეისრო კვეთა უნდა ჩაეტარებინათ, უფრო დიდი დოზა გაუკეთა ქალს, იმ დონემდე, რომ ის ფაქტობრივად გონზე არ იყო . ზოგადი გაუტკივარების ასეთი დონე იშვიათია რუტინული პროცედურების დროს და როგორც წესი, გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან გასაჭირში ან სადაც მათ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ ოპერაციის მიმდინარეობას, აცხადებენ ექსპერტები.





ქირურგები როდესაც მშობიარეს მისაღებად ემზადებოდნენ, ბეზერა, როგორც ამბობენ, ქალის თავთან ახლოს მოთავსდა - წისაფარი ჩამოაფარა, ისე რომ გუნდის დანარჩენი წევრები, რომლებიც მუშაობდნენ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ვერ ხედავდნენ მას. მოწმეების თქმით 10 წუთის განმავლობაში ძალადობდა ქალზე და თან ექთანსაც კი აშინებდა, რომელიც მათთან მიახლოებას ცდილობდა.

image

კადრი ფარულად გადაღებული ვიდეოდან

0
597
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
597
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0