x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
"გუშინ გავარდა ხმა რომ გავთავდი" - ნიკო გომელაურის სამი საუკეთესო ლექსი
image

დღეს 12 ივლისს დაბადებიდან 52 წელი შეუსრულდებოდა ქართველ მსახიობს და პოეტს, ნიკო გომელაურს.შეგახსენებთ, იგი გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს 39 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი.


არათავმდაბლური ლექსი


მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,

გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...


როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?

როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.

თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...

მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!

მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,

თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...

მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...

მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,

ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?



გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი ..


გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.

ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,

ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,

ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,

არცა შენდობას, არც შეცოდებას.

ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა

- ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი

- ტალახის გავლით, ან და გაფრენით.

მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,

სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა

და ბედაური გამოდგა მხდალი,

ტყვიის წამალი დანესტიანდა,

მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ

და მექაჩება ცეცხლში სატანა,

ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,

უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,

არ მეშინია მე შენი მადის.

არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს - ბილიკს,

რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,

რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.

გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში

- ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.




“ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი ..


“ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი,


მაგრამ ასე, გეფიცებით, არ არი…


ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,


სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი.


თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი,


ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი.


არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები,


ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები


-ვისაც არ გავქვს მოშვებული წვერები,


ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?”‘

0
711
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
711
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0