სხვა ძველი ეგვიპტის 10 საიდუმლო, რომელზეც ისტორიკოსები ჯერ კიდევ ტვინს იჭყლეტენ 2022, 12 ივლისი, 13:26 ძველი ეგვიპტის ისტორია უამრავ საიდუმლოებას ინახავს, რომლებზეც პასუხების გაცემას სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები და უბრალო ადამიანები ასობით წლის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ჯერ კიდევ გაუგებარია, როგორ მიაღწია ცოდნის ასეთ დონეს ცივილიზაციამ, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ათასობით წლით ადრე არსებობდა. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით კონკრეტულად თუ რომელი ძველი ეგვიპტური საიდუმლოებები არ აძლევდა თავსატეხის მოყვარულებს მშვიდად დაძინების საშუალებას.ორსულობის ტესტიცოტას თუ შეუძლია იმის წარმოდგენა, რომ ორსულობის ტესტის ანალოგი არსებობდა და ის ძველი ეგვიპტელების მიერ ჯერ კიდევ 3 500 წლის წინაც წარმატებით გამოიყენებოდა. ის იმავე პრინციპით მუშაობდა, როგორც ჩვენი დროის ტესტ - კასეტა. მხოლოდ 2 ზოლის ნაცვლად ორსულობაზე ტომრიდან ამოზრდილი მცენარე მიუთითებდა. თქვენ წარმოიდგინეთ და ბავშვის სქესის დადგენაც კი ხდებოდა. ამ შემთხვევაში უკვე 2 ტომარას იღებდნენ: თუ პირველად ქერი ამოიზრდებოდა ითვლებოდა, რომ ქალი ბიჭს ელოდა, ხოლო თუ ხორბალი - გოგოს. ეგვიპტოლოგებმა ამ საოცარი ტესტის შესახებ უძველესი პაპირუსიდან შეიტყვეს. 1963 წელს მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ძველეგვიპტური ტესტი 70 %-ის შემთხვევაში სწორ შედეგს აჩვენებს, თუმცა ამ მეთოდით ბავშვის სქესის დადგენა უბრალო დამთხვევაა.ელექტროობადენდერაში, ჰატორის ტაძრის კედელზე ელექტრო - ინჟინერმა ნათურის ფორმის გამოსახულება შენიშნა, რომელიც ძველ ეგვიპტეში მოწინავე ტექნოლოგიების არსებობის მტკიცებულებად ჩათვალა. მეცნიერები კი თვლიან, რომ სურათზე ნაყოფიერების სიმბოლოა გამოსახული, ვინაიდან ლოტოსის ყვავილიდან ამომძვრალი გველი მდინარე ნილოსის წლიურ წყალდიდობას ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები გამოსახულების თანამედროვე მოწყობილობასთან - რკალურ ნათურასთან მსგავსებას უსვამენ ხაზს. დღემდე არ არსებობს მტკიცებულება ძველ ეგვიპტეში ელექტროობის არსებობის შესახებ, თუმცა მეცნიერებს ამ კუთხით საფიქრალი ნამდვილად მიემატათ.უცხოურ წიგნში გახვეული მუმია1848 წელს მამაკაცმა ალექსანდრიაში ქალის ეგვიპტური მუმიის სარკოფაგი იყიდა, რომელსაც სასტუმრო ოთახში ინახავდა. მოგვიანებით სარკოფაგი ეგვიპტოლოგების ხელში ჩავარდა, რომლებმაც მუმიის სელის თეთრეულზე უჩვეულო წარწერები აღმოაჩინეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მეცნიერები მიხვდნენ რომ ეს ეტრუსკული კალენდარი იყო, რომელიც დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე იყო შექმნლი. კითხვა, თუ რატომ იყო ძველი ეგვიპტური მუმია უცხო დოკუმენტში გახვეული დღემდე ღიად რჩება.დაკარგული ლაბირინთიწარმოიდგინეთ შენობა, რომელიც თავისი სიდიადით გიზას პირამიდებს და ბერძნების ყველა დიდ ქმნილებებსაც კი აღემატება. ასე აღწერა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ ეგვიპტური ლაბირინთი, რომელიც მან პირადად ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში მოინახულა. ტბის სანაპიროზე მდებარე ლაბირინთი ვრცელ ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც სკულპტურებით იყო გაფორმებული. დიდი პირამიდა მას მიწისქვეშა გადასასვლელით უკავშირდებოდა. რეალურად არსებობდა თუ არა ასეთი ლაბირინთი და რა იყო შიგნით - არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ არ არის გაცემული. ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ ჰეროდოტეს მიერ აღწერილ ლაბირინთში სავარაუდო შესასვლელს.გაწვრთნილი ბაბუინებიბაბუნები რიტუალებში ხშირად ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს, ხოლო მათი გამოსახულებები ძველი ეგვიპტური ტაძრების კედლებზე იყო წარმოდგენილი. ამასთან, ნახატებზე ისინი ცეკვავენ, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ, მოსავალს იღებენ და ქალებს ჩაცმაშიც კი ეხმარებიან, თითქოს ისინი ამისთვის ვიღაცამ საგანგებოდ გაწვრთნა. ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურია, რადგან უძველესი დროიდან ეგვიპტეში ადგილობრივი მაიმუნები არ არსებობდნენ. შესაძლოა, უძველესი სამეფოს დროს ისინი ზემო ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდნენ.იდუმალი ობელისკიეგვიპტის ქალაქ ასუანში უნიკალური ობელისკი მდებარეობს, რომელიც ცნობილი დედოფლის ჰატშეფსუტის ბრძანებით აიგო. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო იმ ობელისკის დანამატი, რომელსაც ჩვენ დღეს ლატერანის სახელით ვიცნობთ (და რომლის ნახვაც რომის ერთ-ერთ მოედანზეა შესაძლებელი).ეგვიპტური ატლანტიდაჰერაკლიონის სტელა, ნაპოვნია ალექსანდრიის სანაპიროსთანიცოდით, ეგვიპტეს საკუთარი ატლანტიდა რომ აქვს? და, ის მითიური სახელმწიფოსგან განსხვავებით, საკმაოდ რეალურია. არც ისე დიდი ხნის წინ, არქეოლოგებმა ეგვიპტის სანაპიროსთან ჩაძირული ქალაქი ტონისი (რომლის მეორე სახელწოდებაც - ჰერაკლიონია) აღმოაჩინეს. მეცნიერებმა წყლის ქვეშ უძველესი ქალაქის ქანდაკებები და ნაგებობები იპოვეს. დაახლოებით 2 300 წლის წინ, აქ ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი პორტი მდებარეობდა, რომელსაც მრავალი უძველესი მემატიანე მოიხსენიებდა. ჰეროდოტეს ცნობით, ამ ქალაქს პარისი და ელენეც კი ეწვივნენ, ხოლო ჰერაკლე პირველად ეგვიპტეში სწორედ ტონისის გავლით ჩავიდა. სამწუხაროდ, მიწისძვრებმა, ცუნამებმა და ზღვის დონის აწევამ საპორტო ქალაქი დაასუსტა. VIII საუკუნის ბოლოსთვის რაც ტონისისგან დარჩა ისიც წყალში ჩაიძირა.
ეგვიპტის უცნობი დედოფალიკაიროდან არც თუ ისე შორს არქეოლოგებმა აქამდე უცნობი დედოფლის ხენტკაუს III-ის საფლავი იპოვეს. მართალია, მისი ცხოვრების დეტალები ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა არქეოლოგ მიროსლავ ბარტას თქმით, ეს აღმოჩენა ძველ ეგვიპტეში ქალის პოზიციის მნიშვნელობას ასახავდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის ფარაონთა მე-5 დინასტიის მმართველის ნეფერეფრას ცოლი იყო. სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა პირველი პირამიდების მშენებლობა, ამიტომ კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ აღმოჩენა ნათელს მოჰფენს იმ პერიოდის უცნობ ასპექტებს. ვინ იცის, იქნებ ხენტკაუს III-მაც შეძლოს ეგვიპტის ისტორიაში საპატიო ადგილის დაკავება ისეთი ცნობილი დედოფლების გვერდით, როგორებიც არიან კლეოპატრა და ნეფერტიტი.სასიყვარულო სასმელებიარც ისე დიდი ხნის წინ, ეგვიპტოლოგთა ჯგუფმა პაპირუსზე ქალის სახელით დაწერილი შელოცვა აღმოაჩინა, რომელიც სულს, სასურველი მამაკაცის ხელში ჩასაგდებად იძახებდა, ხოლო რამდენიმე უძველესს ტექსტში სასიყვარულო შელოცვებისა და სამკურნალო რეცეპტების ინსტრუქციებიც კი იყო მოცემული. იყო თუ არა ეს საშუალებები ეფექტური, დანამდვილებით უცნობია, თუმცა აღმოჩენა უკვე საინტერესოა.
საფენები და ტამპონებირაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისტორიკოსების აზრით, ჰიგიენურ საფენებს იმ დროს წყალში ჩალბობილი პაპირუსისგან ამზადებდნენ, ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ძველ ეგვიპტელებს ზღვის ღრუბლების ტამპონებად გამოყენებაც შეეძლოთ.663 შეფასება არ არის |