x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ არ არის მდინარე ამაზონზე არცერთი ხიდი?
image

ამაზონი ყველაზე ღრმა მდინარეა მსოფლიოში. აქ ბევრი ეგზოტიკური თევზი ბინადრობს. მხოლოდ პირანიას 60-მდე სახეობა არსებობს! ასევე ამაზონში მტკნარი წყლის დელფინები დაცურავენ. და მაინც ამ მდინარეში არის რაღაცეები, რაც სხვა მდინარეებისთვისაა დამახასიათებელი.



მაგალითად მსოფლიოს უდიდეს მდინარე ამაზონზე, რომლის აუზის ფართობი დაახლოებით 7, 1 ათ. კმ.-ია და მიედინება სამ ქვეყანაში - პერუში, კოლუმბიასა და ბრაზილიაში და მდინარის აუზის გასწვრივ 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წარმოუდგენელია, რომ მდინარეზე არც ერთი ხიდი არ იყოს გადებული.

image


რა არის ამის მიზეზი? სხვა ცნობილ დიდ მდინარეებთან შედარებით, ამაზონზე ხიდების არარსებობა უნიკალურია. მაგალითად მდინარე ნილოსზე, მარტო კაიროში 9 ხიდია გადებული. მდინარე ვოლგაზე 52 ხიდია (ადრე უფრო მეტიც იყო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი განადგურდა). მხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში აზიის მთავარ მდინარე იანძიზე 100-ზე მეტი ხიდი აშენდა.ხოლო ევროპაში, მდინარე დუნაის 133 ხიდი ამშვენებს.


-ამაზონზე ხიდების არარსებობის მიზეზი მარტივია. ამის საჭიროება არ არსებობს, -ამბობს ვალტერ კაუფმანი, შვეიცარიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან. -ამაზონი ძირითადად გადის იშვიათად დასახლებულ რაიონებში, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ცოტაა მთავარი გზა, რომელზეც ხიდის გადების აუცილებლობა იქნებოდა. ქალაქებსა და დაბებში, რომლებიც მდინარის მიმდებარედ არიან და ერთმანეთთან კომუნიკაციას საჭიროებენ, მრავალი წლებია ბორანი და ნავები გამოიყენება.

image

რა საჭიროა ხიდი, როცა ბორანი სავსებით აუდის ხალხისა და საქონლის ტრანსპორტირებას ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე?. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი მიზეზი, არსებობს მთელი რიგი ტექნიკური და ლოგისტიკური სირთულეები. კაუფმანის თქმით, ამაზონი შორს არის ხიდის მშენებლობის იდეისგან, რადგან მდინარეს აქვს მთელი რიგი ბუნებრივი დაბრკოლებები, რომელთა გადალახვა ინჟინერებსა და მშენებლებს მოუწევთ. მაგალითად, ვრცელი ჭაობები და რბილი ნიადაგები მდინარის მახლობლად საჭიროებს ძალიან ფართო ვიადუკებს და ღრმა საძირკველს, რომელიც გამოიწვევს დიდ ფინანსურ ხარჯებს.

image

სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ მდინარეში წყლის დონე ძალიან ინტენსიურად იცვლება, მდინარის ნაპირები კი სეზონის მიხედვით იცვლება. პონტონის ხიდები ან სხვა მცურავი სტრუქტურები არ გამადგება ამაზონის უმეტეს ადგილებში, რადგან მდინარეზე დიდ გავლენას ახდენს სეზონური ცვლილებები. მაგალითად, გვალვის პერიოდში ამაზონის სიგანე საშუალოდ 3-დან 10 კმ-მდე მერყეობს, ხოლო წვიმების სეზონზე შეიძლება 48 კმ-საც მიაღწიოს! ამავდროულად, წყლის დონე შეიძლება იყოს 15 მეტრით მაღალი მშრალ სეზონთან შედარებით.

image

2019 წელს ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ პირობა დადო, რომ ამაზონზე ხიდის აშენდებოდა „რიო ბრანკოს პროექტის“ ფარგლებში, მაგრამ ჯერჯერობით ამ საკითხში პროგრესი არ არის. ხიდის მშენებლობა ამ შემთხვევაში უფრო პოლიტკურ პიარს წააგავდა, რადგან ეკონომიკურად არ არის გამართლებული. კაუფმანის თქმით, ამაზონზე ხიდის აშენების ალბათობა გაიზრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის საჭიროება გადაწონის სირთულეს და ღირებულებას. ”მე ეჭვი მეპარება, რომ ეს მალე მოხდეს, თუ რეგიონში გაუთვალისწინებელი ეკონომიკური ძვრები არ მოხდება, ” - დასძინა მან.

image

0
7346
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0