სხვა 10 ფოტო, რომლის უკან გულისამაჩუყებელი ისტორიები იმალება 2022, 10 ივლისი, 17:25
ჩვენს ირგვლივ სამყაროში ზოგჯერ ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება, რომლებთან გამკლავებაც არც იმდენად მარტივია. ამ 10 ისტორიით კი უბრალოდ იმის შეხსენება მსურს, რომ ჩვენს პლანეტაზე ყველა სულიერი სიკეთისგან არის შექმნილი. ჩვენ კი, ადამიანები ამ სამყაროს სწორედ იმისთვის მოვევლინეთ რომ ერთმანეთს ყველაზე რთულ მომენტში დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ. მჯერა, სიკეთე გაიმარჯვებს!
10. გოგონამ სოციალურ ქსელში ფოტო გააზიარა, სადაც ცხადად ჩანს თუ როგორ შეუცვალა ალცჰაიმერის დაავადებამ დედამისს გონება.
"Reddit"-ის მომხმარებელმა "wuillermania"-ს ნიკით 14 სხვადასხვა ნამუშევრის ამსახველი გულისამაჩუყებელი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც დედამისმა ყაისნაღით მოქსოვა. პირველ იდეალურად მოქსოვილ ფერად კვადრატსა და ჩახლართული ძაფების გაურკვეველ ბოლო ნაჭერს შორის სხვაობა 2 წელია. სწორედ ამდენი დრო დასჭირდა ალცჰაიმერის დაავადებას, რათა ქალის გონება საბოლოოდ გაენადგურებინა. პოსტი ვირუსივთ გავრცელდა და ბევრი კომენტარიც დააგროვა: მომხმარებლები გოგონას ოჯახს სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ და თავიანთ ისტორიებს უზიარებდნენ იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა ამ საშინელმა დაავადებამ მათ ოჯახებზე. "მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ კეთილი სიტყვებისთვის და შეტყობინებებისთვის, რაც თქვენგან მივიღე", - წერს პოსტის ავტორი კომენტარებში, - და მსურს ყველა იმ ადამიანს გაძლება ვუსურვო, ვინც ასევე ამ საშინელი დაავადების მსხვერპლი გახდა."
9. ამერიკელმა კოსტიუმების დიზაინერმა პეპელას ფრენის შესაძლებლობა აჩუქა.
რომის დედამ გარდაცვალებამდე უთხრა: "ყოველთვის როცა პეპელას დაინახავ, იცოდე რომ შენს სანახავად მოვფრინდი". ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა, როდესაც რომის დედა სიმსივნით იყო დაავადებული, ამის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა, რომ ამ სამყაროში რაც შეიძლება მეტი პეპელა ყოფილიყო. ყოველ ჯერზე, როცა ის საკუთარ ბაღში მუხლუხოებს პოულობდა, ისინი ყოველთვის სახლში შეჰქონდა, რათა სპეციალურ აკვარიუმში გაზრდილიყვნენ და პეპლებად ქცეულიყვნენ. რომი განსაკუთრებით ბედნიერი მათი გაშვებით იყო, მაგრამ ერთ დღესაც გოგონამ შენიშნა, რომ მისი ერთ-ერთი პეპელა დაზიანებული ფრთით დაიბადა. "თავიდან მინდოდა ის ჩემთვის დამეტოვებინა რათა ველურ ბუნებაში არ მომკვდარიყო, მაგრამ შემდეგ მეგობარმა ინსტრუქციის ბმული გამომიგზავნა თუ როგორ უნდა შემესწორებინა მისი დაზიანებული ფრთა", - ამბობს რომი. მართალია, ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა გოგონამ ფრთის შესწორება მაინც მოახერხა რათა პეპელას გაფრენა შეძლებოდა: "რაღაც მომენტში მეგონა, რომ არაფერი გამომივიდა, პეპელა უბრალოდ ბალახზე იყო, მაგრამ როგორც კი მივუახლოვდი, ის აფრინდა."
8. ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი პატარა ბიჭუნასთან ერთად სადილობს, რომელსაც ბავშვები აუტიზმის გამო გვერდს უვლიან და ერიდებიან.
ეს ამაღელვებელი ფოტო სოციალურ ქსელში ბიჭუნას დედამ გააზიარა. ქალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვაჟი კეთილი და კომუნიკაბელურია, ბავშვები მას მაინც ერიდებიან, ვინაიდან მას აუტიზმის სინდრომი აქვს, ამიტომ ის თითქმის ყოველთვის მარტო სადილობს, მაგრამ ერთ დღესაც ბიჭის დედამ მეგობრისგან ეს ფოტო მიიღო: "ეს ტრევის რუდოლფია, ამერიკელი ფეხბურთელი და ის შენს შვილთან ერთად სადილობს!". ბიჭებმა ერთმანეთი გაიცნეს, ერთად ისადილეს, შემდეგ კი ბიჭუნასთან სასაუბროდ მისი გუნდის სხვა წევრებიც მივიდნენ. "არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეთ ჩემს შვილთან ერთად სადილობა", -წერდა ბიჭუნას დედა "ფეისბუქზე", - მაგრამ თქვენი ძალიან მადლობლებივით ვართ და ამას არასოდეს დავივიწყებთ".
7. ჯარისკაცი თავისი საუკეთესო მეგობრის დაკრძალვაზე
კაილიმ გერმანული ნაგაზი, სახელად ბოძა, პირველად სამხედრო ოპერაციის დროს ნახა. ისინი ერთად მუშაობდნენ და მალე ნამდვილი მეგობრებიც გახდნენ. ბოძა ასაფეთქებელი მოწყობილობების მაძიებელი სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი გახლდათ და თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის განმავლობაში არაერთი სიცოცხლეც იხსნა. "მე ის სახლში იმავე დღეს წავიყვანე, როცა მან ასაკის გამო საკუთარი მოვალეობის შესრულება დაასრულა", — ამბობს კაილი. ბოძა მართლაც რომ საოცარი იყო: მოუსვენარი, თამაშის მოყვარული, ხოლო მის ერთგულებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მას განუკურნებელი სენი დაუდგინეს, ბოძას არა თუ სიარული, ფეხზე დგომაც კი უჭირდა, ის მუდმივ ტანჯვაში ცხოვრობდა. "მე მისი დაძინება გადავწყვიტე, რადგან ცხოვრება მისთვის აუტანელი გახდა." იმ დღეს კი, როდესაც ეს მოხდა, კაილიმ ზუსტად იცოდა, რომ მის გვერდით უნდა ყოფილიყო. "განშორებისას გულში ჩავიკარი, მან კი გამიღიმა. ვფიქრობ, რომ ბოძამ ნამდვილი შვება იგრძნო". სამხედრო თავისი მეგობრის ჩარჩოში ჩასმულ ფოტოს დღემდე ყველაზე თვალსაჩინო ადგილას ინახავს.
6. მოხუცი, რომელსაც ეს - ეს არის სახლი დაეწვა, კნუტს გულში იკრავს.
თურქეთის პატარა სოფლიდან პენსიონერმა ალიმ და მისმა ოჯახმა ხანძრის დროს ყველაფერი დაკარგა: სახლი, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ მთლიანად დაიწვა, თუმცა საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მეტიც, პენსიონერმა კნუტის სახლიდან გამოყვანაც მოახერხა. როცა სახლს უკვე ცეცხლი ეკიდა, მან თავისი ერთგული მეგობარი იპოვა და სიკვდილს გადაარჩინა. ფერფლად ქცეული სახლის ფონზე, გადარჩენილ კნუტს ჩახუტებული, ატირებული მოხუცის კადრები მთელს მსოფლიოში ვირუსივით გავრცელდა, ადამიანები მოხუცის საქციელით აღფრთოვანებულები ემოციებს ვერ მალავდნენ. უსახლკარო ალის და მის ოჯახს ხელისუფლება გვერდში დაუდგა. დღესდღეობით, მთელი ოჯახი საყვარელ შინაურ ცხოველთან ერთად ახალ სახლში ბედნიერად ცხოვრობს.
5. გარდაცვლილი გოგონას მამამ საიტის მომხმარებლებს მისი ქალიშვილის ფოტოს დამუშავება სთხოვა.
"გთხოვთ ფოტოშოპში ამ ფოტოს დამუშავებაში დამეხმარეთ: ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ჩემი ქალიშვილი გარდაიცვალა. მან მთელი დრო საავადმყოფოებში გაატარა, ამიტომ ოჯახს სამახსოვროდ მისი არც ერთი ფოტო არ დაგვრჩა, სადაც ის მილების გარეშე იქნებოდა. შეუძლია ვინმეს მას ეს მილები ფოტოზე მოაშოროს?" - ეს თხოვნა "Reddit"-ზე სოფიას მამამ გამოაქვეყნა, რომლის ქალიშვილიც დაბადებიდან სულ რაღაც 6 კვირაში გარდაიცვალა. გარკვეული პერიოდის შემდეგ საიტზე გოგონას უამრავი დამუშავებული ფოტო და ნახატი გამოჩნდა. "მე და ჩემს მეუღლეს მხოლოდ ერთი დასამახსოვრებელი ფოტო გვინდოდა, მაგრამ საოცრად ბევრმა ადამიანმა გამოგვიგზავნა თავისი ფოტოები, ნახატები და მხარდამჭერი სიტყვები. ძალიან გულაჩუყებული ვარ"- წერს სოფიას მამა.
4. კურსანტმა ოცნება აისრულა: დაამთავრა სამხედრო აკადემია და პილოტი გახდა.
"უესტ - ფოინთის" გამოსაშვებ ცერემონიაზე ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა ცრემლები ვერ შეიკავა. როდესაც ერთი ჩვეულებრივი ჰაიტელი ბიჭი - იდრაშე ამერიკაში ჩავიდა, ინგლისურად საკმაოდ ცუდად საუბრობდა და არც კი ფიქრობდა რომ ერთ მშვენიერ დღეს სანუკვარი ოცნების ასრულებას შეძლებდა და სამხედრო მფრინავი გამოვიდოდა. "საიდანაც მე ვარ წარმოშობით, იქ ადამიანები პილოტები არ ხდებიან და უფრო მარტივ რაღაცეებზე ოცნებობენ", -ამბობს სამხედრო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი მდიდარი არ იყო, ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ ჩემთვის სრულფასოვანი განათლების მისაღებად." საბოლოოდ, იდრაშემ ჯარში იმსახურა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამხედრო აკადემია დაამთავრა და სანუკვარი ოცნებაც აისრულა. "უბრალოდ იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, რომლებიც ადრე ჩემს ადგილას იდგნენ, იგივე ფიცი დადეს და ემოციები ვეღარ შევიკავე".
3. თოვლის ბაბუა პატარა ბიჭუნას ანუგეშებს, რომლის მამაც მძიმე სენით არის ავად.
როდესაც 12 წლის ჯეიკობი სანტას მიუახლოვდა, მისთვის არც სათამაშოები უთხოვია და არც ახალი გაჯეტი, ბიჭუნას ერთადერთი სურვილი საშობაოდ მამის გამოჯანმრთელება იყო. იაკობის მამამ, ჯეისონმა რომელიც პროფესიით ელექტრიკოსი გახლავთ, ბოლო 2 წელი საავადმყოფოში გაატარა. ფოტო ერთ- ერთმა გამვლელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. მას უამრავი კომენტარი და გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლებმა მამის ჯანმრთელობის დგომარეობით დამწუხრებული შვილის განცდები გულთან იმდენად ახლოს მიტანეს, რომ მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხაც კი შეაგროვეს.
2. 100-ზე მეტი პილოტი კოლეგის ქალიშვლის დაკრძლვაზე მის მხარდასაჭერად მივიდა, რომლის გოგონაც სკოლაში სროლის შედეგად დაიღუპა.
ეს ფოტო პარკლენდში, სროლის შედეგად გარდაცვლილი ჯინა როუზის დაკრძალვის დღეს არის გადაღებული, სადაც ჯინას მშობლებისთვის ამ უმძიმეს დღეს, მხარდაჭერის გამოსახატავად და ახალგაზრდა გოგონას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად სხვადასხვა ავიაკომპანიიდან 100-ზე მეტი პილოტი მივიდა. მწყობრად განლაგებული, ფორმებში გამოწყობილი ეს ადამიანები, სოლიდარობისა და ერთიანობის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა, რაც ადამინებს ყველაზე ტრაგიკული პერიოდის გადატანაში ეხმარება.
1. ამ ფოტოზე არის დედა, რომელმაც კვიცი დაკარგა, და კვიცი, რომელიც მშობლების გარეშე დარჩა.
მშობიარობის დროს ამ ცხენმა კვიცი დაკარგა, ორიოდე დღის შემდეგ მას კვიცი მიუყვანეს, რომლის დედაც ცოტა ხნით ადრე დაიღუპა. ფოტო მათი შეხვედრიდან ერთი საათის შემდეგ არის გადაღებული.
|