x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"უი, საკუთარ ოჯახის წევრს ურტყამს? ბიჭოო...." - ვისზე საუბრობს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და ასევე სხვა პირების სანქცირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაუარება და წერს:


"უი, საკუთარ ოჯახის წევრს, ვანო ჩხარტიშვილს ურტყამს? ატამანს ნუ აუხირდები ბიჭოო...." - ვკითხულობთ ლალი მოროშკინას ფეისბუქპოსტში.


საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადების მიხედვით, სანქციები არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებითაც მოახლოვდა, რომლის გადასაფარადაც რუსეთის მხრიდან საქართველოში "ეფესბეს" ჯგუფი იქნა მოვლენილი, რომელმაც ოპერატიული ლეგენდა შეიმუშავა:


"სანქციები მოახლოვდა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით. ამ სანქციების გადასაფარად რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილ იქნა „ეფესბეს" კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს სანქციები იმის გამო წესდება, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა “ქართული“ ოცნებიდან“ სამი ადამიანის გამოყოფა იყო, რომელსაც ეს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ კვლევების შედეგად, "ეფესბეს" მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ ადამიანებს ნულოვანი ნდობა აქვთ.


სწორედ ამიტომ “ქართული ოცნების“ ლიდერებს მიეცათ დავალება იმის შესახებ, რომ "ეფესბეს" ოპერატიული ლეგენდა საქართველოს მოქალაქეებამდე მიიტანონ. გვაქვს ინფორმაცია ვინ არიან ჩართული საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების დამუშავებაში, რომლებიც არც ისე ცნობილი ადამიანები არიან. ინფორმაციას ვაზუსტებთ და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით", - განაცხადა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.







0
146
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
146