x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კითხვარი: რამდენად კარგად გახსოვთ ბიძინა კვერნაძის კინომუსიკა?
image

8 ივლისი დიდი ქართველი კომპოზიტორის, ბიძინა კვერნაძის გარდაცვალების დღეა.


დაიბადა 1928 წლის 29 ივლისს ქ. სიღნაღში. მამა - ალექსანდრე კვერნაძე - ქ. სიღნაღის აფთიაქის გამგე იყო. დედა - ნინო ნადირაშვილი, მუსიკის მასწავლებელი. ერთხანს თბილისში, ზაქარია ფალიაშვილთან მეცადინეობდა, შემდეგ სწავლა გერმანიაში განაგრძო.


5 წლის იყო ბიძინა, როდესაც დედა გარდაეცვალა, სწორედ მისი სურვილი იყო, რომ ის მუსიკოსი გამხდარიყო. 17 წლის ბიძინა კვერნაძე ნიჭიერთა ათწლედის ბაზაზე გახსნილ სკოლა-ინტერნატში ჩაირიცხა. მას ინსტრუმენტად — კონტრაბასი ერგო. სწორედ მაშინ გამოჩნდა ქალბატონი ტერეზა არონიშიძე, ვინც მის მუსიკალურ ბიოგრაფიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

1948 წელს ბიძინა კვერნაძემ საგამოცდო კომისიას წარუდგინა თავისი ნაწარმოებები და იგი ფრიადოსნის ნიშნით ჩაირიცხა კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის პირველ კურსზე.

1953 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კლასი (პედ. ანდრია ბალანჩივაძე). მისი სადიპლიმო ნაწარმოები, სიმფონიური პოემა „შემოღამება მთაწმინდაზე“ (ნიკოლოზ ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ ზ. ხუროძის დირიჟორობით. იმავე წელს ბ. კვერნაძე მიიღეს საკავშირო კომპოზიტორთა კავშირის წევრად. 1959 წელს ჩატარდა „ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხული“, რომელზეც წარმატებით შესრულდა კვერნაძის სავიოლინო კონცერტი. არამ ხაჩატურიანის რეკომენდაციით კონცერტი გაიგზავნა ვენაში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე, სადაც მიავლინეს ავტორიც და იგი სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა. ამვე წელს დაიწერა „ცეკვა-ფანტაზია“ სიმფონიური ორკესტრისათვის, რომელიც სავიოლინო კონცერტთან ერთად ბევრჯერ აჟღერდა აშშ-ში, შვეიცარიაში, პოლონეთში, უნგრეთში და სხვ. ამ სიმფონიისათვის კომპოზიტორმა საკავშირო კონკურსის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. იგი შეიტანეს ერთტომეულში „ორმოცდაათი საუკეთესო სიმფონია“.

1963 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის საქართველოს სახალხო არტისტი.

1965 წელს დაიდგა ბ. კვერნაძის ბალეტი „ქორეოგრაფიული ნოველები“ (ლ. გუდიაშვილის სურათების მიხედვით), 1973 წელს _ ბალეტი „ბერიკაობა“, 1983 წელს _ ოპერა „იყო მერვესა წელსა“ („შუშანიკის წამების“ მიხედვით, რეჟ. რ. სტურუა), 1992 წელს ციურიხში, თანამედროვე მუსიკის მსოფლიო ფესტივალზე, პირველად შესრულდა სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის.

ბიძინა კვერნაძის რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი“ (1987), „მედეა“ (1992), „უკვდავება“ (1971), „კანტატა; საქართველოზე“ _ ბარიტონის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1974), „სადღესასწაულო უვერტიურა“ (1977), „ძველი ქართული წარწერები“ _ ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1978), „სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის“ (1986).


კომპოზიტორი გარდაიცვალა 2010 წლის 8 ივლისს 81 წლის ასაკში.


ბიძინა კვერნაძეს დაწერილი აქვს მუსიკა და სიმღერები 30 -ზე მეტი ფილმისთვის, ქვემოთ მოცემული ქვიზი გვეკითხება:რამდენად კარგად გახსოვთ რომელი ფილმებში ჟღერს ბიძინა კვერნაძის მუსიკა?ქვიზში 15 კითხვა იქნება-ფილმის დასახელება და თქვენ უნდა გასცეთ ორი სავარაუდო პასუხი: "კი" ან "არა"


0
260
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0