საბუნებისმეტყველო ახალი ფაქტები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ 2022, 8 ივლისი, 14:42 მაიამის და პუერტო–რიკოს და ბერმუდის კუნძულებს შორის, თვითმფრინავების და გემების გაუჩინარების სერია, ათეული წლების მანძილზე ახსნის გარეშე რჩებოდა. ზოგიერთები თვლიდნენ, რომ ეს მოვლენები, მართალია ტრაგიკული, მაგრამ, უბრალოდ დამთხვევები იყო. ბერმუდის სამკუთხედი კი, უკვე ათობით თვითმფრინავის და გემის და ათასობით ადამიანის გაუჩინარებაზეა პასუხისმგებელი. და აი, როგორც იქნა, მეტეოროლოგები ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს გახსნას მიუახლოვდნენ. ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იდუმალი გაუჩინარების მიზეზი, ამ რეგიონში არსებული, განსაკუთრებული ატმოსფერული პროცესებია. გაირკვა, რომ ბერმუდის სამკუთხედის თავზე, შესაძლებელია ექვსკუთხა ღრუბლების დაკვირვება, რომლებსაც «საჰაერო ბომბების» შექმნა შეუძლიათ. იქ, ზოგიერთ მონაკვეთზე, ქარის სიჩქარე 270 კმ/სთ–ს აღემატება, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ასობით გაუხსნელ ინციდენტზე, პასუხი გაეცეს. ამ რეგიონში ისეთი სიძლიერის შტორმები ვითარდება, რომ გემები და თვითმფრინავები ზღვაში მომენტალურად იძირებიან. როგორც კოლორადოს უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის, თანამგზავრული მეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დოქტორმა სტივ მილერმა (Steve Miller) აღნიშნა: «ღრუბლების კიდეები, როგორც წესი, არ ჩანს. უმეტეს შემთხვევაში, ეს ჰაერის შემთხვევითი განაწილება. მაგრამ აქ, ყველაფერი სხვაგვარადაა». რადიოლოკაციური თანამგზავრების გამოყენებით, უჩვეულო ატმოსფერული პროცესების მონიტორინგისას, კვლევის ჯგუფმა აღმოაჩინა, გარკვეულ პირობებში, ზღვის ზედაპირზე ქარი ისეთ სიჩქარეს აღწევს, რომ მისი ზეგავლენით, 13 და მეტი სიმაღლის ტალღები წარმოიქმნება. ტერმინი – «საჰაერო ბომბები», მეტეოროლოგ რენდი სერვენს (Randy Cerveny) ეკუთვნის. სინამდვილეში ასეც არის: ე. წ. მიკროაფეთქებების შედეგად, წარმოქმნილი ჰაერის აფეთქებები, რომლებიც ღრუბლის ქვედა ფენებიდან მოდის, ოკეანის ზედაპირს ეცემა. სახელწოდება «ბერმუდის სამკუთხედი» გასული საუკუნის 50–იან წლებში გაჩნდა. ფრაზა პირველად ჟურნალისტმა გამოიყენა, რომელიც ამ რეგიონში, დიდი რაოდენობით გაუჩინარებულ გემებზე და თვითმფრინავებზე წერდა. ხოლო, ვარაუდი, ამ ადგილის უჩვეულო და «პარანორმალური ხასიათის» შესახებ, ჯერ კიდევ 1492 წელს გაჩნდა. მაშინ ქრისტეფორე კოლუმბმა განაცხადა, რომ იქ უცნაური ციმციმის მოწმე გახდა და რომ კომპასიც, მეტად უცნაურად «იქცეოდა». არხის სხვა სიახლეები:* მეცნიერული ექსპერიმენტი, რომელიც გაიძულებთ კვების რაციონი შეცვალოთ* 15 რამ, რაც უმრავლესობას ყველაზე მეტად აღიზიანებს* 12 მითი ცხოველებზე, რომელიც თითქმის ყველას სჯერა* იდუმალი "ქვის კვერცხები", რომლებიც კლდეზე 30 წელში ერთხელ ჩნდება (+ ვიდეო)* დროის პორტალის გავლით – ადამიანები სხვა ეპოქიდან* დედამიწა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კარიერი იყო?!* იდუმალი და სახიფათო კარი და საცავი მსოფლიოში* 20 ნაკლებად ცნობილი და უცნაური ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა1350 4-ს მოსწონს
|