საქართველო რუსმა პოლიტიკოსმა დაასახელა მთავარი მიზეზი, თუ რატომ უთხრეს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარი 2022, 6 ივლისი, 17:48 რუსმა პოლიტილოგმა ალექსეი მარტინოვმა დაასახელა მთავარი მიზეზი, თუ რატომ უთხრეს საქართველოს უკრაინის და მოლდოვასგან განსხვავებით ევროკავშირის კანდიდატობაზე უარი. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გამოცემა lenta.ru-სთან ისაუბრა. მარტინოვის მტკიცებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი სუსტი ანტირუსული პოზიციის გამო ვერ გახდა. საქართველოს უარი ეთქვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე სწორედ არასაკმარისი ანტირუსული პოზიციისა და სანქციებზე მხარდაჭერაზე უარის გამო, მიიჩნევს პოლიტოლოგი ალექსეი მარტინოვი. "თავისთავად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არც საქართველოსთვის და არც სხვისთვის არაფერს ნიშნავს. გარდა, ალბათ, პიარეფექტისა, - თქვა მარტინოვმა. - მაგრამ ანტირუსულ სანქციებთან შეერთება საბედისწერო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, რომლის ზარალის კომპენსირებაც ნაკლებად სავარაუდოა ევროკავშირმა მოახდინოს. ასე რომ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქვეყანა შეუერთდება ანტირუსულ სანქციებს." პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ცალსახად მიანიშნებდნენ, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი „არასაკმარისი რუსოფობიის“ გამო არ მიენიჭა. პარალელურად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თუკი რუსეთი საქართველოში მეორე ფრონტს გახსნის, ის ათეულ ათას ჯარისკაცს მოაცდენს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან დღეს, 6 ივლისს ისაუბრა. კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, თუ აქ ომი დაიწყებოდა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მაშინ რატომ მისცეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვას, სადაც ომი არაა. კობახიძის თქმით, მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოში მეორე ფრონტი რუსეთს ვითარებას გაურთულებდა. „საქართველოს ჰყავს ჯარი. საქართველოში რომ დაიწყოს ომი, რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის მძიმე იქნება, რადგან რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით უნდა მოაცდინოს საქართველოში. შეგნებულად არ ვაკონკრეტებ, მაგრამ რამდენიმე ათეულ ათასი იქნება. ესეც ზუსტად ვიცი. რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი რუსეთს გაურთულებდა ვითარებას უკრაინის ფრონტზე, მოლდოვისგან განსხვავებით. იქ არაფერი გართულდებოდა. საქართველოსთვის ეს ომი, მიუხედავად ამ გართულებისა, იქნებოდა გამანადგურებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავირიდოთ თავიდან“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 1230 3-ს მოსწონს
|