x
მეტი
  • 10.08.2022
  • სტატია:121428
  • ვიდეო:354801
  • სურათი:493464
"ნავის ფორმის ყველიანი პური" - პრესტიჟული ამერიკული გამოცემა აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს აქვეყნებს
image

ცნობილი ამერიკული გამოცემა The New York Times საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს, რომელსაც ასეთი ტექსტი ახლავს ბმულთან ერთად:


"ხაჭაპური - აჭარულის სახელით ცნობილი ქართული კერძის მირთმევისთვის საჭიროა გამდნარ ყველში ჩაასხათ კვერცხის გული, ცოტა ცივი კარაქი და აურიოთ გახეხილ, ელასტიურ ყველის გუნდაში."

image



ბმულზე გადასვლის შემდეგ კი ტექსტში წერია: "ყველაზე ცნობილი ხაჭაპური არის აჭარიდან, საქართველოს შავ ზღვის რეგიონიდან. ეს არის ღია სახის ნავის ფორმის პური, რომელსაც ხშირად მიირთმევენ კვერცხის გულთან და კარაქის ნაჭერთან ერთად"


აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვეა არ არის, როდესაც ამერიკული გამოცემა აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს სთავაზობს მომხმარებელს.2015 წელს სხვა ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ The Washington Post-მა გამოქვეყნა ანალოგიურად აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი.


ბარემ აქვე შეაგახსენებთ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს:

არავინ იცის, რამდენად სარწმუნოა აჭარული ხაჭაპურის ლაზური წარმოშობისა და მენავეობასთან კავშირის ისტორია, მაგრამ ფაქტია, რომ ხაჭაპურისა და ნავის მსგავსება მხოლოდ ქართველებს არ შეუნიშნავთ და ამ მშვენიერ აჭარულ კერძს ინგლისურ ენაზე Cheese boat, ანუ “ყველის ნავი” უწოდეს.

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

  • ფქვილი – 200 გ
  • რძე ან წყალი – 90 მლ
  • საფუარი – 5 გ
  • შაქარი – 2 გ
  • მარილი – 5 გ
  • კვერცხი – 1 ცალი
გულსართისთვის:

  • იმერული ყველი (ნაკლებად მარილიანი ) – 200 გ
  • სულგუნი – 50 გ
  • რძე – 10 მლ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • კარაქი – 20 გ
მომზადების წესი:

  • თბილ რძეში ან წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. ცალკე თასში ფქვილს მარილი და კვერცხის გული დაამატეთ, დაასხით საფუვრიანი მასა და მოზილეთ ცომი. უკვე მოზელილი ცომი ხელახლა გადაზილეთ ზეთში დასველებული ხელით, ჩადეთ ღრმა თასში და ზემოდან მშრალი ტილო გადააფარეთ. 30 წუთში ისევ გადაზილეთ და აცადეთ ცომს, რომ კარგად აფუვდეს.
  • გულსართისთვის გახეხეთ სულგუნი და იმერული ყველი. დაამატეთ 1 სურფის კოვზი რძე და აურიეთ. აფუებული ცომიდან აიღეთ 250 – 300 გრამიანი გუნდა, თანაბრად გააბრტყელეთ 2-3 სმ სისქემდე. მიეცით მოგრძო ფორმა. მოაყარეთ ყველი, ისე რომ ირგვლივ დარჩეს ცომის 3 სმ-იანი ცარიელი არე. შემდეგ ნაპირები შეკარით. უნდა მიიღოთ ცომის ნავისებური ფორმა, რომლის შუაში ყველი უნდა ჩანდეს.
  • ხაჭაპური შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 230 გრადუსზე. კარგად რომ დაიბრაწება, გამოიღეთ, დაამატეთ კვერცხის გული და 2-3 წუთით ისევ შეაბრუნეთ ღუმელში. მომზადებულ ხაჭაპურს დაადეთ კარაქის ნაჭერი (კვერცხი და კარაქი დაამატეთ გემოვნებით).

0
191
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0