საზოგადოება ბენდუქიძის ქალიშვილმა ქართული მიწები მასობრივად უცხოელებზე გაყიდა (ვიდეო) 2022, 6 ივლისი, 9:23 გახსოვთ ალბათ, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში არსებული მისი ქონება სასამართლომ ბენდუქიძის ქალიშვილს ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვას გადაეცა. მისი შვილი საქართველოში არ ცხოვრობს, თუმცა დიდძალი ქონება, მათ შორის დიდი რაოდენობის მიწა მემკვიდრეობით მიიღო. მან შვილად აღიარებისა და ქონების გადაცემის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა და პროცესი მოიგო. ამჯერად ირკევა, რომ ბენდუქიძის ქალიშვილმა დიდი რაოდენობით ქართული მიწა უცხო ქცეყნის მოქალაქეებზე მასობრივად გაყიდა. . ნაკვეთების დიდ ნაწილზე უცხოური ქალაქების მშენებლობაა დაწყებული და შენობების დიდი ნაწილი უკვე აშენებულია. . გთავაზობთ სპეციალურ ვიდეო მასალას, რომელიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთებს, მათ ახალ მფლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასახავს. კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტატია ბედუქიძე-გონჩაროვა ცოდნის ფონდის ერთადერთი დამფუძნებელი-მემკვიდრე გახდა, რომელიც თავის მხრივ თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების დამფუძნებელ ორგანიზაციას წარმოადგენს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს, მათ შორის არც ცოდნის ფონდის მიერ დაწესებულ გრანტებთან და არც უნივერსიტეტების მენეჯმენტთან დაკავშირებით. ჟურნალისტებთან საუბრისას ანასტასიამ აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტი მამამისის დაფუძნებული უნივერსიტეტებია და სწორედ ამის გამო მიმართა სასამართლოს კახა ბენდუქიძის შვილად აღიარების მოთხოვნით. სასამართლოს შედეგად, რომელიც 1 წელი, პარალელურად სამ ქვეყანაში გრძელდებოდა, იანვარში იგი მემკვიდრედ დასახელდა. . ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ განაცხადა, რომ მან უნივერსიტეტების დასაცავად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. „ვფიქრობ, მამა ჩემით იამაყებდა. უნივერსიტეტები იმ სტრატეგიით გააგრძელებენ განვითარებას, რომელიც მამაჩემს, კახა ბენდუქიძეს ჰქონდა შემუშავებული. ერთი წლის წინ მე ვთქვი, რომ უნივერსიტეტებისათვის, მამაჩემის მთავარი საქმის გასაგრძელებლად ვიბრძოლებდი და ეს შევასრულე. ახლა უკვე სიამაყით შემიძლია ვთქვა – მე ცოდნის ფონდის ერთადერთი დამფუძნებელი და მემკვიდრე ვარ. „გასული რამდენიმე თვე ძალიან რთული იყო, მაგრამ მთელი ამ ხნის განამვლობაში ჩემ წინაშე არჩევანი იდგა – უნივერსიტეტები, ან რაიმე სხვა. ამიტომ გავაკეთე ყველაფერი მამაჩემის საქმის დასაცავად და გასაგრძელებლად. მე არასოდეს წარმომედგინა უნივერსიტეტების გამოყენება ვაჭრობის ობიექტად რაიმეს მიღების სანაცვლოდ, რადგან ეს ჩემთვის მამის ღალატის ტოლფასი იქნება”, – განაცხადა ანასტასიამ და დასძინა, რომ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გამოცდილება აქვს და იცის თუ რა კრიტერიუმები ქმნის საუკეთესო უნივერსიტეტებს. მან აბიტურიენტებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ასობით მათგანმა პირველ პრიორიტეტად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები აირჩია. ამის გამო მათ მადლობაც გადაუხადა. „აბიტურიენტებს „ცხელი ზაფხული“ ელოდებათ. შესაბამისად, წარმატებებს ვუსურვებ და სექტემბერში, სტუდენტების რანგში მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი, რათა ეს წარმატება მივულოცო, “ – განაცხადა ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ამ დროისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ისაა, რომ უნივერსიტეტები თვითშენახვადი იყოს. ანუ, გარე ფინანსური რესურსების გარეშე შეეძლოს საკუთარი თავის შენახვა. როგორც ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ განგვიცხადა, საგრანტო სისტემა უცვლელად დარჩება. „ცოდნის ფონდის გრანტების სისტემის შეცვლას არ ვაპირებ. მამაჩემის სურვილი იყო, რომ სტუდენტებს, რომლებიც ჩვენთან ჩააბარებენ ცოდნის ფონდიდან გარკვეული გრანტი მიეღოთ. ვაპირებ, რომ ეს შევინარჩუნო, “ – განგვიცხადა მან. * * * „ოლიგარქი ილია მეორე ტაფით გვყავს საცემი“ - ნატა ფერაძესამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე საპროტესტო მუხტთან დაკავშირებით საკუთარ მკვეთრ მოსაზრებებს კვლავაც ღიად აფიქსირებს. აქტივისტი მიიჩნევს, რომ საქართველოში "ორი ოლიგარქია საცემი". ამის შესახებ ფერაძე "ფეისბუქზე" წერს. პირველ რიგში ოლიგარქად ის ივანიშვილს მოიხსენიებს და ეს ახალი არავისთვისაა, მაგრამ სოციალურ ქსელშივე არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა მის კიდევ ერთ რადიკალურ განცხადებას, რომ ილია მეორეც ოლიგარქია და ისიც ქართველი ერის მიერ ტაფითაა საცემი. . "ორი ოლიგარქი გვყავს ტაფით საცემი: ბიძინა და ილია მეორე", - წერს ნატა ფერაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. . 10 წელია ქართულ ოცნებას მიშასგან საფრთხობელას შექმნის მეტი ა-რა-ფე-რი უკეთებია, literally არაფერი.
შედეგსაც მიაღწიეს - მიშას ხსებებაზე 10 დან 8 ან 9 ტიპს ტრაკის ფხანა და გულისრევა ეწყება
.
ახლა, როცა 6 საწყალი თვე გვაქვს მოცემული გამოცდის ჩასაბარებლად, ერთიანობა გვმართებს, ამბიციის დაოკება და მიზნისჯენ სწრაფვა
ამ 6 თვეში ეს ფობია არ აღმოიფრქვება და მტრობის მაგივრად საერთო ენაზე ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ.
.
12 მოთხოვნაა და ამ 12 მოთხოვნის შესრულებაზე უნდა ვიზრუნოთ, ან ვაღიაროთ, რომ ვიმსახურებთ პუტინის ორღობედ ქცევას„ - აღნიშნავს ნატა ფერაძე.
614 1-ს მოსწონს
|