x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121619
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493740
"თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც…" - ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საპროტესტო აქციას "შინ ევროპისკენ" სოციალურ ქსელში ეხმაურება და ჩავარდნილი გეგმის გამო, მოძრაობა "სირცხვილიას" "მაგინებელ" ოპოზიური პარტიის წარმომადგენლებს მიმართავს:


"თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც…


ყველა პარტია, ჩვენ გარდა, დალაგდა და თვალთმაქცურად, არიქა ბევრი ხალხი უდგათო, “სრული მხარდაჭერა” აღუთქვა მშვენიერაძის, ქადაგიძის და სირცხვილიას, ჩემი რწმენით და თქმით სულელურ გეგმას.



როგორც მოსალოდნელი იყო, ეგ სულელური გეგმა ჩაიფუშა.


ახლა დგანან სირცხვილიას აგინებენ.


სირცხვილიამ ის ქნა, რაც იცოდა – მეტი არაფერი იცის და არც ჭკუის დამრიგებელი ჰყავს.


აი დანარჩენი პარტიები რომ დაეთანხმეთ, ახლა რატომ აგინებთ?


P.S. მე გეტყვით რატომ, უპასუხისმგებლობები, უსინდისოები და უტვინოები ხართ." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.




0
766
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
766