x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვინც "უკადრებელს კადრულობს" ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ...." - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ორი დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპოზიციური მედია საშუალების დირექტორზე, ვატო წერეთელზე "ქართული ოცნების" წევრების თავდასხმის ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ვატო წერეთლის მიერ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მხილებულ, მმართველი პარტიის წევრს, ანრი ოხანაშვილს საჯაროდ მიმართავს:


"ქვეყნის წარჩინებული იურისტი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თ–რე, ბ–ნი ანრი ოხანაშვილი გვეუბნება, რომ პროპორციული პასუხი უწმაწურობაზე და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არის ფიზიკური თავდასხმა და ცემა. რა უფლება მაქვს არ ვენდო? მადლობა ბატონო ანრი. იმდენი ქოცი მყავს მონიშნული, ვინც “უკადრებელს კადრულობს“ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, ჩამოვუვლი ყველას. თან თქვენი კომენტარების ჩანაწერს წავიღებ. ამოვბეჭდავ კიდევაც და გულის ჯიბით ვატარებ თქვენს ციტატებს."- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ლევან მგალობლიშვილი და ბექა ოდიშარია მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავად ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ "წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი" და მან "მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".


ვატო წერეთელი საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს იმ კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს, სადაც მისი თქმით, ნათლად ჩანს თუ როგორ გაუსწორდნენ მას "ქართული ოცნების" დეპუტატები.




0
189
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
189