x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტანსაცმლით და მის გარეშე - ფოტოგრაფი ხალხს იგივე ვითარებაში აშიშვლებს... +13
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.




image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.






ფოტოგრაფი Sophia Vogel-ი გერმანიიდან გამოირჩევა განსაკუთრებული სპეციფიკით ფოტოს გადაღების პროცესში. პირველი, რასაც ის თავის მოდელებს ეკითხება, არის ის, თუ რა არის მათი ჰობი. მათი პასუხები რა თქმა უნდა სხვადასხვაგვარია - დაწყებული ღვინის სმიდან, იგოით დასრულებული.




"With and Without" ფოტოპროექტის ფარგლებში, რომელიც სოფიამ 2016 წელს დაიწყო, შეკრებილია ფოტოები, სადაც მისი მოდელები არიან ცაცმულები დაკავებულები საკუთარი ჰობითა თუ უბრალოდ საქამიანობით და იმავე ვითარბაში შიშვლები. ამ გზით სოფია ცდილობს გადმოსცეს სიშიშვლის ბუნებრივი მდგომარეობა, ყოველგვარი სექსუალური ელფერების გარეშე.



ფოტოპროექტის მთავარი თემაა სიშიშვლე სექსის თემისა და საკუთარი სხეულის მიღება.



ტანსაცმლით და მის გარეშე - ფოტოგრაფი ხალხს იგივე ვითარებაში აშიშვლებს...




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


0
1040
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1040
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0