ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი მორიგი ფინანსური პირამიდით "დაბოლებული" ქართველები 2022, 1 ივლისი, 19:09 ონლაინ სივრცეში შექმნილი აპლიკაცია, "ტესლამედია", რომელიც მომხმარებლებს გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ, თანხის გამომუშავებას სთავაზობდა, თანხებს აღარ გასცემს. ამის შედეგად, ათასობით მოთამაშემ ჩადებული ინვესტიცია ფაქტობრივად დაკარგა. ეს საქართველოში რიგით მერამდენე ფინანსური პირამიდაა, თვლაც კი ჭირს. თუმცა თავად „ტესლა ვიდეო მედიის“ შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ეს დროებითი, ტექნიკური ხარვეზია. საპირისპიროს ამტკიცებენ ამ საქმის სპეციალისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ აპლიკაცია ჩვეულებრივი თაღლითური ფინანსური პირამიდაა, რომელიც დიდი ხანია ცნობილია და გამოცდილა.დროებითი პრინციპით "გამოართვი პეტრეს, მიეცი პავლეს", იქამდე, სანამ უფრო და უფრო ბევრ ხალხს არ მოიზიდავ, შემოსავალი გაიზრდება და ერთ დღესაც ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამ. 1919 წლის 26 დეკემბერს იტალიელმა ჩარლზ პონციმ ამერიკაში დაარეგისტრირა ფირმა, “the security exchange company” ის ინვესტორებს პირდებოდა, რომ 45 დღეში 50%-იან სარგებელს გადაუხდიდა, ხოლო 90 დღეში 100%-იანს.ამ შეთვაზებამ ბუმი გამოიწვია ხალხში. უამრავმა ადამიანმა გააკეთა ინვესტიაცია პონცის ფირმაში. პონცის სქემა შემდეგში მდგომარებოდა: პირველი ინვესტორი სარგებელს მეორეს შენატანის ხარჯზე იღებდა, მეორე მესამის ხარჯზე, მესამე მეოთხის და ა.შ. ანუ იგებოდა ერთგვარი პირამიდა, რომელიც დიდიხანი გაგრძელდებოდა, მაგრამ ბოლოს კრახით დამთავრდებოდა. ამ შემთხვევაში შედარებით ადრინდელი ინვესტორები მოგებულნი რჩებოდნენ, მაგრამ რაც უფრო გვიან იყო ინვესტიცია გაკეთბული მით უფრო დიდი იყო ფულის დაკარგვის შანსი. ამ თაღლითური სქემის მეშვეობით მან 10 მილიონი დოლარი შეაგროვა რის შემდეგადაც დააპატიმრეს და 14 წელი მიუსაჯეს. ბევრს ახსოვს საქართველოში 90-იან წლებში მსგავსი თაღლითური ფინანსური ორგანიზაცები, "აჩი", “ოქროს ირემი”, “+ უსასრულობა”რომლებიც იმ უბადრუკ წლებში საოცრად მაღალ პროცენტულ მოგებას გასცემდნენ, რამდენიმე თვიანი "მუშაობის" შემდეგ უამრავი საქართველოს მოქალაქე დაზარალდა, ბევრმა ბინების კი გაყიდა და იქ ჩადო ფული. საუბრობს კრიპტო ბაზრის დამფუძნებლი ავთანდილ კუჭავა: „მსგავსი პირამიდები, ყოველთვის ასე იქცევიან. თავიდან ვინც შემოდის, ისინი მოგებას იღებენ. შემდეგ ამ მოგებას ანდობენ თავის მეგობრებს, მეზობლებს, თუ ნათესავებს, ისინიც შემოდიან და სწორედ მათი ფული გააქვთ დამფუძნებლებს. როდესაც ასეთ საქმეებს ვიძიებთ, სანამ დასკვნამდე მივალთ, ბევრ რამეს ვამოწმებთ, ფინანსურ ნაკადებს, თუ სად გადის თანხა, როგორ გადის და რა მომენტში წყვეტენ ისინი გადახდას. რასაც წინა წლების გამოცდილება გვაჩვენებს, როგორც კი გადახდა ჩერდება, მისი აღდგენის საშუალება აღარ არსებობს. შესაბამისად, „ტესლავიდეო მედიაზე“ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტყუილად დაელოდებიან ის ადამიანები, ვისაც უთხრეს, რომ ტრონის ქსელი გაჩერდა. მას ბოლო წლების განმავლობაში, მსგავსი არანაირი პრობლემა არ შექმნია. უბრალოდ, დროს იგებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფული კარგად გაიტანონ. მეორე სცენარი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ 2-3 დღით აღადგინონ, ადამიანებს აჩვენონ, რომ აი, უკვე აღდგა, ისევ დაიწყოს თანხის გაცემა და ამ დროს ისევ ახალი შემომწირველები შეიმატონ. ეს არის კლასიკური პირამიდა, თაღლითური სქემა. ამბობენ, რომ მარტივად შეგიძლია ფულის შოვნა, ამ დროს, პირველად შესული ადამიანები იღებენ მოგებას, დანარჩენების აბსოლუტური უმრავლესობა აგებს. რაც მოხდა ჩვენს შემთხვევაში. ჯამში 22 მლნ დოლარზეა საუბარი, სადაც საქართველოს წილი, ფაქტობრივად, არის 70-დან 80%-მდე“, - განაცხადა ავთანდილ კუჭავამ გადაცემაში „საქმე“. "ტესლამედიას" საშუალებით მომხმარებლებს თანხის გადახდის შემდეგ ვიდეოები უნდა ენახათ, რაშიც მათ სისტემა ანაზღაურებას აძლევდა. "გუგლ ტრენდის" მონაცემებით, ეს ვებ-გვერდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო, რაც 100 ქულით იყო შეფასებული, მაშინ როდესაც მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ სომხეთსა და აზერბაიჯანში მისი პოპულარობა 2 ქულით ფასდებოდა, მეოთხე პოზიციაზე მყოფ ყირგიზეთში კი 1 ქულით. შესაბამისად, ამ სისტემის მომხმარებელეთა უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოდან იყო რეგისტრირებული. 158 3-ს მოსწონს
|