x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც" - ლალი მოროშკინა
image
საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურის, დატყვევებული „აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას და, ტატიანა ხარკო აცხადებს, რომ იმ სამხედროების 99%-ს, რომლებიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კიდურები არ აქვს.



ამ ფაქტს ეხმაურება ფილოლოგი და კონფლიქტოლოგი ლალი მოროშკინა და წერს:




"არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც? ამისთვის გაიმეტეთ უკრაინელი ბიჭები? ამას უმზადებდით ქართველებს????"-წერს ფეისბუქზე მოროშკინა.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლის შედეგად, პატიმრობიდან 144 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული 144-დან "აზოვსტალის" 95 დამცველია. მათ შორის 43 „აზოვის” პოლკის სამხედროა.

ტატინა ხარკოს თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ ყველა დამცველს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.


რუსეთის ტყვეობაში, სულ მცირე, 1000 ჯარისკაცია, აზოვსტალში მებრძოლების ჩათვლით.



ქალაქი მარიუპოლი რუსების ალყაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში მოექცა. ასობით მებრძოლმა და სამოქალაქო პირმა აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას შეაფარა თავი, რომლის აღებასაც რუსეთი არაერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა.

image

აზოვის ფოლადის ქარხანას 3 თვის განმავლობაში აზოვის ბატალიონი და 36-ე ქვეითი ბრიგადა იცავდა. ეს ერთადერთი ადგილი იყო მარიუპოლში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებდა. რუსეთის არაერთი შეტევის შემდეგ, 21 მაისს, მარიუპოლის მცველებმა ბრძოლა შეწყვიტეს, ვინაიდან ბლოკადის და მუდმივი შეტევის პირობებში საომარი მოქმედებების გაგრძელება შეუძლებელი და უშედეგო იყო.

0
315
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0