ბანკები რე|ბანკის პარტნიორებს "თეგეტა მოტორსი" შეემატა 2022, 29 ივნისი, 12:24
რე|ბანკის პარტნიორების ქსელს უკვე "თეგეტა მოტორსიც" შემოუერთდა. ტოპ|ქარდის ყველა მფლობელს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს "თეგეტა მოტორსის" ნებისმიერი მომსახურებით და ხარჯი 3 თვეზე თანაბრად, ეფექტურ 0%-ად გადაანაწილოს.
ამასთან ერთად, 31 ივლისის ჩათვლით იმოქმედებს "ქეშბექ აქცია", რომლის ფარგლებშიც "თეგეტა მოტორსში" გადახდილი თანხის 10% მომხმარებელს ტოპ|ქარდის ბარათზე დაუბრუნდება*. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია "თეგეტა მოტორსი" 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. "თეგეტა მოტორსი" 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა. რა არის ტოპ|ქარდი? ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ გონივრულად და ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები. ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება მრავალჯერადად. რე|ბანკს უკვე 2, 000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება ტოპ|ქარდით შოპინგისას თითოეულ სავაჭრო ობიექტზე შეგიძლიათ გაიგოთ რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525 ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3njH14J ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში: თბილისი, პეკინის გამზირი #19 თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55 ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5 ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც. * მაქსიმუმ 50 ლარი ერთ მომხმარებელზე აქციის პერიოდში. ქეშბექის დაბრუნება მოხდება ორ ეტაპად, პირველი ნაწილი ჩაირიცხება 15 აგვისტომდე, მეორე კი 15 სექტემბრამდე. R 11 1-ს მოსწონს
|