სხვა შოკისმომგვრელი აღმოჩენა: მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რვაფეხები ადამიანებივით ფიქრობენ 2022, 28 ივნისი, 19:36 რვაფეხამ საგონებელში ჩაააგდო მეცნიერება მათი ინტელექტით და შემეცნებითი შესაძლებლობებით. ამ უხერხემლოების ტვინი თავისი სირთულით დიდად არ ჩამოუვარდება ადამიანის ტვინს. ისინი ადამიანის ტვინის მსგავსია მათი მოლეკულური ბუნებით. იტალიელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი მსგავსება აღმოაჩინეს - საერთო გენები, რომლებიც აქტიურია, როგორც ადამიანის ტვინში, ასევე, რვაფეხების ტვინში, სულ მცირე, ორი სახეობის - Octopus vulgaris-ის და Octopus bimaculoides-ის სახით. ალბათ ამიტომაც არიან ასე ჭკვიანები. ჩვენ კი ვჭამთ მათ ... 2001 წელს ადამიანის გენომის გაშიფვრის შემდეგ, მეცნიერებმა დაინახეს, რომ მისი თითქმის ნახევარი შედგება მოხეტიალე "სიტყვებისგან" - ეგრეთ წოდებული ტრანსპოზონების ანუ "მხტომიარე გენებისგან", რომლებიც მოლეკულური მექანიზმების გამოყენებით შეიძლება გაიმეორონ ან გადავიდნენ ნუკლეოტიდის თანმიმდევრობის ერთი წერტილიდან მეორეზე. უმეტეს შემთხვევაში ეს „ნახტომები“ არანაირად არ იჩენს თავს. მაგრამ მათ შეუძლიათ ზოგჯერ თავი იჩინონ. ადამიანებში ზოგიერთი ტრანსპოზონის აქტივობა ზოგჯერ მიმართულია თავის ტვინში – ჰიპოკამპისკენ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლისა და დამახსოვრების პროცესებში. არ არის გამორიცხული, რომ ასე გაჩნდნენ უაღრესად ინტელექტუალური ადამიანები. დახვეწილი გონება გენეტიკური თვისებაა. რვაფეხა ასევე, სავსეა "მხხტომიარე გენებით". ისინი, ისევე როგორც ადამიანებში, აქტიურად ვლინდებიან რვაფეხის თავის ტვინში - ცენტრში, რომელიც პასუხისმგებელია სწავლასა და შემეცნებით შესაძლებლობებზე. რვაფეხებს ასეთი ცენტრი აქვთ. მისი ფუნქციები ჩვენი ჰიპოკამპის მსგავსია. „ადამიანებსა და რვაფეხებს შორის მსგავსება შეიძლება აიხსნას კონვერგენტული ევოლუციით, ეს ხდებას მაშინ, როდესაც გენეტიკურად შორეული ორი სახეობა ავითარებს ერთსა და იმავე მოლეკულურ პროცესს დამოუკიდებლად მსგავსი საჭიროებების საპასუხოდ.“— ამბობს სტეფანო გუსტინჩიჩი იტალიის ტეხნოლოგიური ინსტიტუტიდან ((Istituto Italiano di Tecnologia)). ჯერ კიდევ რვაფეხებთან ჩვენი საერთო გენების აღმოჩენამდე, 28 მეცნიერი - ასტრობიოლოგი, გეოლოგი, ნევროლოგი, ექიმები, ფიზიკოსები, ვირუსოლოგები და ფილოსოფოსებიც კი - ინდოეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, კანადიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ავსტრალიის იმუნოლოგი ედვარდ სტილი ასტრობიოლოგიის ცენტრიდან, რუჰანას უნივერსიტეტი, შრი-ლანკიდან, სამეცნიერო ჟურნალში Progress in Biophysics and Molecular Biology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ამტკიცებდა, რომ რვაფეხა ადგილობრივი არ არის. ისინი ირწმუნებიან, რომ მათი ევოლუცია მოხდა სხვა პლანეტიდან, ისინი დედამიწაზე მოვიდნენ კომეტებით გაყინული კვერცხების სახით. რვაფეხები ძალიან განსხვავდებიან დედამიწის სხვა მკვიდრებისგან. ისინი ატარებენ რვა გრძელ საცეცებს, რომლებსაც რატომღაც ხელებს უწოდებენ. შესაძლოა იმის გამო, რომ რვაფეხებს შეუძლიათ მათით მანიპულირება. „ხელები“ აღჭურვილია ასობით შეწოვის და ათასობით გემოვნების დაბოლოებით. რვაფეხას ტვინი აღჭურვილია "მოაზროვნე" ქერქით. მას აქვს ტორუსის ფორმა - ერთგვარი დონატი, რომელიც ფარავს საყლაპავ მილს. რვაფეხას აქვს სამი გული და ლურჯი სისხლი. ერთს ის მთელ სხეულზე ატარებს, მეორე ორს- ღრძილების მეშვეობით. რვაფეხას არ აქვს ჩონჩხი. ეს საშუალებას აძლევს მას შეცვალოს ფორმა. კანი ისეთია, რომ მათ შეუძლიათ შეიცვალონ ფერი. რვაფეხები ინიღბება, ისინი მათ ქვეშ ან მის მახლობლად მდებარე ობიექტების იერს იძენენ. უზარმაზარი კამერული რვაფეხების თვალები განსხვავდება ძუძუმწოვრების თვალებისგან. რვაფეხებს ესმით, მათ შორის ძალიან დაბალ სიხშირეზე - ისინი იღებენ ინფრაბგერით ვიბრაციას. პირის ნაცვლად რვაფეხებს წვერი აქვთ. რვაფეხას გენომი ოდნავ ჩამოუვარდება ადამიანის გენომს. ჩვენ გვაქვს 3 მილიარდზე ცოტა მეტი ბაზის წყვილი, მათ აქვთ ცოტა ნაკლები. იმ გენებში, რომლებიც კოდირებენ ცილებს, რვაფეხა ჩვენზე მაღლა დგას. ადამიანს დაახლოებით 25000 ჰყავს, რვაფეხას კი 34000-ზე მეტი. გარდა ამისა, როგორც ახლახან გაირკვა: რვაფეხებს შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ საკუთარ რნმ-ში - გენეტიკური სტრუქტურა, რომელიც მუშაობს დნმ-თან ერთად, ფაქტობრივად, აკონტროლებს მათ ევოლუციას. რვაფეხებმა თავიანთი საოცარი თვისებები ძალიან ადრე შეიძინეს - დაახლოებით 275 მილიონი წლის წინ. რამაც მეცნიერებს მისცა საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ რვაფეხებს არ შეეძლოთ შეეძინათ ასეთი საოცარი თვისებები, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე გენეტიკური, შემთხვევითი მუტაციების შედეგად აქ, დედამიწაზე. როგორც ჩანს, აქ უკვე ასეთი განვითარებულები მოხვდნენ. რვაფეხებმა ევოლუციის საფეხურები სხვა სამყაროში გაიარეს.ისინი უცხოპლანეტელები არიან. ისინი კვერცხის სახით ჩამოვიდნენ დედამიწაზე. თუმცა, იტალიელთა აღმოჩენა უკვე საკამათო თეორიას ეჭვქვეშ აყენებს. ვინაიდან რვაფეხებთან საერთო გენები გვაქვს, დიდი ალბათობით თანამემამულეები ვართ. ან, მათ ისე შეიცვალეს თავიანთი ევოლუცია, რომ გარკვეულწილად დაემსგავსნენ ადამიანებს. 602 შეფასება არ არის
|