ეთიოპიის ცენტრში, დედაქალაქ ადის-აბებადან 645 კილომეტრში, მდებარეობს პატარა ქალაქი ლალიბელა, რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ცნობილი მომლოცველობის ადგილია 13 კლდოვანი ეკლესიის წყალობით.
ეკლესიები აშენდა მეთორმეტე საუკუნეში ადგილობრივი მეფის ბრძანებით. მას შემდეგ, რაც მუსლიმებმა იერუსალიმი აიღეს, მეფე გებრე მესქელ ლალიბელამ გადაწყვიტა ახალი იერუსალიმის აშენება.
იგი შეძლებისდაგვარად ცდილობდა ხელახლა შეექმნა ქალაქის არქიტექტურული ნიშნები. ეკლესიები განლაგებულია ერთმანეთთან წარმოუდგენლად ახლოს, პირობითად დაკავშირებულია ოთხ ჯგუფად. ტაძრები გამოყოფილია 25 მეტრიანი თხრილით, რომელიც მდინარე იორდანეს სიმბოლოა. კლდის ტაძრის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია წმინდა გიორგის ეკლესია. იგი მდებარეობს სრულყოფილი კუბის შიგნით. თავად ტაძარი, ჯვრის სახით, ითვლება ყველაზე დიდ მონოლითურ ტაძრად მსოფლიოში. წმინდა გიორგის ეკლესია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.