საზოგადოებრივი მაღალგანვითარებული ცივილიზაციები შუმერებამდე და ეგვიპტელებამდე 2022, 11 ივლისი, 9:06 ცივილიზაციები, რომლებიც დედამიწაზე ოდესღაც არსებობდნენ, დაიღუპნენ და დავიწყებას მიეცნენ. მაგრამ, კაცობრიობას მემკვიდრეობად ცოდნა, არტეფაქტები და ლეგენდების მოტივები დაუტოვეს. სწორედ ამაში მდგომარეობს ნამდვილი საიდუმლო: როგორ შეიძლება, გაქრეს მთელი ცივილიზაცია, თან მაღალგანვითარებული? მასალების უმეტესობა, რომელსაც ადამიანი იყენებს, სამუდამოდ ინახება. მაგ., მინა. ცნობილია, რომ ის 7 მლრდ წლის მანძილზე არ ფუჭდება. დიახ, ეს შეცდომა არ არის! ექსპერიმენტულად დადგენილი, რომ 7 მილიარდი წელი მინისთვის, — ვადა არ არის და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მზის სისტემის ასაკი, მხოლოდ 4.5 მლრდ. წელია, მეტეორიტებში მზეზე უფრო ასაკოვანი მინის ჩანართები გვხვდება, რომელიც ზევარსკვლავის აფეთქების შედეგად ჩამოყალიბდა. დედამიწაზე კოსმოსურის გარდა, ვულკანური მინაც არის, რომელიც ასევე, არსად ქრება. ასე, რომ, ობსიდიანისგან (ვულკანური მინა) დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, ისევე როგორც ხელოვნური მინა, რომელიც ეგვიპტეში 4.7 ათასი წლის წინ გამოჩნდა, არსად და ვერსად გაქრებოდა. გამომწვარი თიხა, აგურის ან ჭურჭლის სახით? — ეს მასალაც ხომ ბეტონივით არის და სიმტკიცით, მინას არ ჩამოუვარდება. ნაგებობა შეიძლება დაინგრეს, მაგრამ მასალა რჩება. ისევე, როგორც ფერადი ლითონები და რკინა — მილიონობით წლების მანძილზე, არ იკარგება. მართალია, რკინა ჟანგბადის ზემოქმედებით, იშლება, მაგრამ თუ განამარხებულია, მუდმივად ინახება. კიდევ რა ინახება? შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი. მაგ., წყალმცენარეები, რომელიც მილიარდ ნახევარი წლის წინ გაჩნდა, — ანაბეჭდის სახით დღემდე არის შემონახული. ცხოველების განამარხებულ სხეულის ნაწილებზე ხომ, საუბარიც არ არის. დღეს, მეცნიერებს, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობის კი არა, განამარხებული პროდუქტის საშუალებით, უძველეს დროში მცხოვრები, ინდიელების კვების რაციონის დადგენაც კი შეუძლიათ. პომპეის ვეზუვის ამოფრქვევამდე (რეკონსტრუქცია) ძალიან კარგ საკონსერვაციო ეფექტს იძლევა ვულკანის ამოფრქვევა. მაგ., ვეზუვი რომ არა, პომპეი სრულად კი არა, მხოლოდ ნაწილობრივ შემოინახებოდა. მოკლედ, დედამიწა ის ადგილი არ არის, სადაც შეიძლება რამე დაიკარგოს, თუნდაც, თეორიულად... რაც შეეხება პრაქტიკას, დრო და დრო ჩნდება არტეფაქტები, რომლის ახსნა ტრადიციული მეთოდებით და ცოდნით, ნამდვილად რთულია. მაგ, . კაიროს გრანიტის არტეფაქტები კაცობრიობის ოფიციალური ისტორიის მიხედვით, ძველ ეგვიპტეში არ არსებობდა მოწინავე ტექნოლოგიები, ბორბალი, ლითონის დნობის ტექნოლოგია. ხოლო, პირამიდები აურაცხელი რაოდენობის მონების მიერ არის აშენებული. თუმცა, ეს ისტორია არ შეესაბამება იმ ნივთებს და ტექნოლოგიებს, რომლებიც კაიროს მუზეუმშია წარმოდგენილი. ამ არტეფაქტების ასაკი 45 ათასი წელია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მექანიკური დამუშავების კვალი მაინც შესამჩნევია. რადგან, გრანიტის სფეროსებური ჭურჭლის დამზადება, მხოლოდ ხელით, შეუძლებელია. ეს მინერალი ძალიან მტკიცე და მაგარია. ეს არტეფაქტები იმის მტკიცების საშუალებას გვაძლევს, რომ ამ რეგიონში, უძველეს დროში, მაღალტექნოლოგიური რთული მექანიზმები ნამდვილად გამოიყენებოდა. ბაიგუნის მილები ჩინეთში, ქალაქ ბაიგუნის მახლობლად, მილები აღმოაჩინეს და როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, ამ არტეფაქტების ასაკი 150 ათასი წელია. მილების შემადგენლობა, ამ დრომდე, ბოლომდე შესწავლილი არ არის. მექანიზმი ქვაში ხელოვნური წარმოშობის, რთული მექანიზმის ნაწილები ქვაში იყო განამარხებული, რომლის ასაკი 400 მლნ. წელია. არტეფაქტი კამჩატკაზე, ტურისტებმა აღმოაჩინეს და მეცნიერებს შეატყობინეს. მათ კი განაცხადეს, რომ ეს უძველესი, მაგრამ მაღალგანვითარებული მოწყობილობის ნაწილებია. ოფიციალური ქრონოლოგიის მიხედვით, 400 მლნ. წლის წინ, დედამიწაზე ადამიანები კი არა, ჯერ დინოზავრებიც არ იყვნენ. ისინი დედამიწაზე, ამ პერიოდიდან, მხოლოდ, 150 მლნ. წლის შემდეგ, შუა ტრიასულში გაჩნდნენ. ნუკუ–ჰივას ქანდაკებები უცნაური ქანდაკებები კ. ნუკუ–ჰივაზე (მარკიზის არქიპელაგი, საფრანგეთის პოლინეზია) გამოცდილ არქეოლოგებსაც კი, საგონებელში აგდებს. ბარელიეფებზე და ცალკეული ქანდაკებებზე ერთნაირი სახის უცხოპლანეტელების მსგავსი, არსებები არიან გამოსახულნი — არსებები ადამიანის სხეულით და უცნაური ქვეწარმავლის თავით. ადგილობრივმა მოსახლეობამ სკულპტურების შესახებ არაფერი იცის. XVI საუკუნეში, როდესაც კუნძული ევროპელებმა აღმოაჩინეს, კუნძულზე ველური ტომები, კანიბალები ცხოვრობდნენ... და ქანდაკებები, რა თქმა უნდა, მათი შექმნილი არ არის. როგორც კვლევებმა აჩვენა, ამ არტეფაქტების ასაკი, მინიმუმ, 150 ათასი წელია. ხოლო, შეთქმულების თეორეტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ოდესღაც, კუნძულზე უცხოპლანეტელები კოლონია იყო, რომელიც ადამიანებზე საშინელ ექსპერიმენტებს ატარებდა. ხოლო, მათ მიერ დატოვებულ ქანდაკებებზე, ადამიანის და უცხო პლანეტელების ჰიბრიდები არიან გამოსახულნი. სანახაობა მართლაც რომ, შემზარავია. არხის სხვა სიახლეები: * ახალი ფაქტები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ* მეცნიერული ექსპერიმენტი, რომელიც გაიძულებთ კვების რაციონი შეცვალოთ* 15 რამ, რაც უმრავლესობას ყველაზე მეტად აღიზიანებს* 12 მითი ცხოველებზე, რომელიც თითქმის ყველას სჯერა* იდუმალი "ქვის კვერცხები", რომლებიც კლდეზე 30 წელში ერთხელ ჩნდება (+ ვიდეო)* დროის პორტალის გავლით – ადამიანები სხვა ეპოქიდან* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (IV ნაკრები)1558 5-ს მოსწონს
|