x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133843
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"ლევან კაჭარავას შეკვეთილი მკვლელობის სათავეში დგას...... ” - ვის ასახელებს შალვა ნათელაშვილი

image


ქვეყნის პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი გუშინ, წყნეთის გზაზე, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ პიროვნების ვინაობას ასახელებს, რომელიც მისი აზრით ამ შეკვეთილი მკვლელობის სათავეში დგას:


"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ივანიშვილმა 90--იანი წლების სისხლიან რუსეთში სწორედ შეკვეთილი მკვლელობებითაც დააგროვა პირველადი მილიონები. მარტო ჩაცხრილული ოთარ კვანტრიშვილი გავიხსენოთ. ჩემი პირადი აზრია, რომ გუშინ თბილისში ლევან კაჭარავას, იგივე ტილიკას შეკვეთილი მკვლელობის სათავეში დგას სწორედ ბიძინა ივანიშვილი.


მსხვერპლიც შემთხვევით არ იყო ფაქტობრივად გაქცეული საფრანგეთში დღიდან ამ რეჟიმის მოსვლისა. ალბათ ყველას გახსოვთ რომ მოკლული მილიონერი მხედრიონის დამრტყმელ ბირთვში იყო და სწორედ მაშინ გაიტაცეს ივანიშვილის ძმა, რომლის გამოსყიდვაშიც ოლიგარქმა არსებული ინფორმაციით დიდი თანხა გადაუხადა მხედრიონს.


მოკლედ ბევრი, რომ არ ვილაპარაკოთ ქვეყანას სათავეში ყველა უბედურებასთან ერთად ტერორისტიც უდგას." - წერს "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, წყნეთის გზაზე ბიზნესმენი ლევან კაჭარავა საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.


ცნობისთვის, ბაგებში, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს. კერძოდ, როგორც AMBEBI.GE საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები მკვლელობამდე სომხეთში გადასვლისას, სავარაუდოდ, სწორედ ლევან კაჭარავამ ("ტი­ლი­კამ")დააფინანსა.


ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლე­ვან კა­ჭა­რავა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და (მა­მის ორ­მოც­ზე) და ბოლო დროს დაც­ვის გა­რე­შე არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.


"როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა. ცნობილია, რომ "ტილიკა" ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გია კვარაცხელიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბრისას წყარო.






0
1585
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1585