საზოგადოებრივი ყველაზე იდუმალი და სახიფათო კარი და საცავი მსოფლიოში 2022, 29 ივნისი, 9:02 პადმანაბჰასვამის იდუმალი ტაძარი, რომელიც ქ. ტრივანდრუმში (ინდოეთი) მდებარეობს, ცნობილია როგორც ყველაზე მდიდარი და დიდებული ტაძარი, მთელს მსოფლიოში. ის გარედან მთლიანად ოქროთია დაფარული. ხოლო, მის ზოგიერთ საცავში, რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა იყო აღმოჩენილი. თუმცა, ეს არ არის ტაძრის ესოდენ დიდი პოპულარობის მიზეზი. საქმე იმაშია, რომ მასში საიდუმლოა დაფარული, რომელიც მას მსოფლიოს სხვა ტაძრებისგან გამოარჩევს. ამ ტაძარში, იდუმალი კარია, რომლის გახსნა დღემდე, ვერავინ შეძლო. ლეგენდების თანახმად, ტაძრის საცავებში, ადგილობრივი არისტოკრატული ოჯახის მიერ დაგროვილი, უდიდესი განძი და ეს სიმდიდრე "შავი დღისთვის" იყო გადანახული, – იმ შემთხვევისთვის, თუ ინდოეთს ისე გაუჭირდება, რომ ამ უძველესი განძის გამოყენების გარდა, სხვა გზა არ ექნებოდა. როგორც აღვნიშნეთ, რამდენიმე წლის წინ, მონასტრის მსახურებმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, კამერების ერთი ნაწილი გახსნეს... და რაც იქ აღმოაჩინეს – ყველა მოლოდინს გადააჭარბა... დიახ, ვარაუდობდნენ, რომ საცავებში განძი იქნებოდა. მაგრამ, ასეთ სიმდიდრეს და სილამაზეს არავინ ელოდა. ოქროს ქანდაკებების და სამკაულების საოცარი ნიმუშები, რომელიც მეცნიერებმა იქ აღმოაჩინეს, ხელოვნების ნამდვილი შედევრებია. ვიშნუს მედიტაციის ქანდაკება, მრავალ მეტრიანი ოქროს ძეწკვი, უზარმაზარი, ძვირფასი სამეფო ტახტი... და ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რაც ფართო საზოგადოებისთვის გაახმოვანეს. თუმცა, მთავარი მაინც ეს არ იყო. ერთ–ერთ საცავში კარი აღმოაჩინეს, რომლის გახსნა ვერავინ გაბედა. მას არც ჩვენთვის ცნობილი სახელურები და არც საკეტი აქვს. ხოლო, კარზე აღბეჭდილი გამოსახულება მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. როგორც გაირკვა, კარი სპეციალური ბგერითი ტალღებით არის დაპლომბილი და მისი "საკეტის" გახსნა, მხოლოდ განსაკუთრებული მანტრას, განსაკუთრებული ხმით წაკითხვით შეიძლება. თუ მანტრას წაკითხვა სხვა ხმით მოხდება, შესაძლოა, მექანიზმი ისე ამუშავდეს, რომ სახიფათო კატაკლიზმი გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, კარის თანამედროვე ტექნოლოგიებით გახსნა შეიძლება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მინიმუმ ინდოსტანს და მაქსიმუმ პლანეტას, უსიამოვნება ან უბედურება ელის. ასე სწამთ და ამტკიცებენ ადგილობრივები. ამიტომ, კარის გახსნისგან ყველა თავს იკავებს. იმასაც ამბობენ, რომ კარის მიღმა, უბრალოდ, უძველესი განძი კი არა, უძველესი ცოდნა ინახება, რომელიც კაცობრიობისთვის, მხოლოდ გარკვეულ მომენტში გახდება ხელმისაწვდომი – მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ის მოევლინება, ვინც კარის გახსნას შელოცვით შეძლება და მაშინ, ადამიანები წინაპართა სიბრძნეს აღმოაჩენენ... არხის სხვა სიახლეები:* 20 ნაკლებად ცნობილი და უცნაური ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ* 10 ექსტრემალური და უცნაური ფაქტი მზის სისტემის შესახებ* საინტერესო ფაქტები ავსტრალიის შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ* მეხანძრე სიკვდილისგან ცეცხლმა იხსნა* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (II ნაკრები)* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა* სასაცილო სიტუაციები გზებზე (15 ფოტო)* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ1350 4-ს მოსწონს
|