x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი ავსტრალიის შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

ავსტრალია — პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უნიკალური ადგილია. ეს ყველაზე პატარა კონტინენტია დედამიწაზე, რომლის ფართობით მხოლოდ 7 692 024 კმ²–ია. ის ასევე, ყველაზე ვაკე, ყველაზე დაბალი და მშრალი კონტინენტია.

გგონიათ, ავსტრალიის შესახებ ყველაფერი იცით? აქ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს გაგაცნობთ, რომ ამ საინტერესო და შეუდარებელი ქვეყნის და კონტინენტის შესახებ, უფრო მეტი იცოდეთ:


image


1. ის, რომ ავსტრალიაში კენგურუები ბინადრობენ, ყველამ იცის. მაგრამ, ის თუ იცით, რომ მათი რაოდენობა ქვეყანაში, ადამიანების რაოდენობას 2–ჯერ აღემატება?! კონტინენტზე 50 მილიონამდე კენგურუ ცხოვრობს! ეს წარმოუდგენელი რაოდენობაა, იმის გათვალისწინებით, რომ წლის მანძილზე, ეს ცხოველი მხოლოდ ერთ შვილს აჩენს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ახალშობილი კენგურუს სიგრძე, დაახლოებით, 2 სმ–ია, ხოლო წონა, 1 გრამზე ნაკლები. და ეს იმ ფონზე, რომ ზრდასრული ცხოველი 30-40 კგ–ს იწონის.
image2. კიდევ ერთი ცხოველი, რომელიც ყველას, ავსტრალიის ხსენებისას ახსენდება — კოალა არის. მაგრამ, უმეტესობას, ალბათ, იმის გაგება გაუკვირდება, რომ ავსტრალიაში, კოალაზე 2–ჯერ მეტი აქლემია. ავსტრალიაში ეს ცხოველები, XIX საუკუნეში, ტვირთების გადასატანად და მძიმე სამუშაოების შესასრულებლად, ინდოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან შეიყვანეს... კონტინენტზე არსებული, მათთვის ხელსაყრელი პირობების გამო, ისინი კარგად გამრავლდნენ და დღეს, ველური აქლემების რიცხვი ქვეყანაში, 600 ათასს აღემატება. ავსტრალია, არაბულ ქვეყნებში, აქლემის ხორცის ძირითადი ექსპორტიორია.

3. 1902 წელს ავსტრალია მეორე ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელშიც ქალებს ხმის უფლება მისცეს (პირველი ახალი ზელანდია იყო). ხოლო, 1924 წლიდან, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდა. არჩევნებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ჯარიმა 13 დოლარს შეადგენს.

4. საზოგადოებრივი მორალისა და წესიერების დაცვის მიზნით, 1838 – 1903 წლებში კონტინენტის პლაჟებზე, დღის საათებში, ბანაობა კანონით იკრძალებოდა.

5. ავსტრალიის გერბზე კენგურუ და ემუ იმ მოტივით გამოსახეს, რომ საყოველთაოდ მიღებული მოსაზრებით, არცერთი მათგანს უკუსვლა არ შეუძლია, და ისინი ქვეყნის წინ სვლის სიმბოლოდ იქცნენ.

image6. ავსტრალიაში პირველი პოლიციელები, მსჯავრდადებულები იყვნენ. თავდაპირველად, პოლიცია ყველაზე კარგად აღზრდილი 12 კრიმინალისგან შედგებოდა.

7. ავსტრალია — ერთადერთი კონტინენტი მსოფლიოში, სადაც არ არის აქტიური ვულკანები. ხოლო, მის ალპებში, ყოველწლიურად, უფრო მეტი თოვლი მოდის, ვიდრე შვეიცარიაში.

8. ავსტრალიის ცხოველთა სამყარო — ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მსოფლიოში. კონტინენტზე მობინადრე ცხოველების სახეობის 80% ენდემურია და სხვაგან არასა გვხვდება.

9. 2013 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, ავსტრალიის მოსახლეობის 27, 7 % უცხოეთშია დაბადებული. შედარებისთვის, აშშ–ში ეს მონაცემი 14, 3 %–ია.

10. ყოველ დღე ახალ პლაჟზე გასვლის შემთხვევაში, ავსტრალიის ყველა პლაჟის მოსავლელად, 30 წელია საჭირო — იქ 10 685 პლაჟია!


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეხანძრე სიკვდილისგან ცეცხლმა იხსნა

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (II ნაკრები)

* ილუსტრაციებში ასახული, თანამედროვე მსოფლიოს პრობლემები

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა

* სასაცილო სიტუაციები გზებზე (15 ფოტო)

* 10 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ!

* სილამაზის 25 წესი, რომელიც ყველა გოგონამ უნდა იცოდეს

* მიწისქვეშა ცივილიზაციებმა შესაძლოა თავი გაამჟღავნონ


0
549
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
549
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0