ტექნოლოგიური სიახლეები იაპონელებმა "ჯიბის ტუალეტი" გამოიგონეს (ვიდეო) 2022, 23 ივნისი, 19:47 ![]() იაპონელი ინოვატორების გამოგონებებს მსოფლიოში რომ ბადალი არ ჰყავს უკვე დიდი ხანია ცნობილია. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მსოფლიოში არავის მოსდის აზრად შექმნას ის, რასაც ისინი აკეთებენ. რამდენიმე დღეა, რაც იაპონიამ წარადგინა ახალი გამოგონება- Pocketoilet -ჯიბის ტუალეტი, რომლის საჭიროებაც ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც გამოუცდია ყველა ადამიანს. ჯიბის ტუალეტი მაშველი იქნება იქ, სადაც ჩვეულებრივ ახლომახლო არ არის საპირფარეშო, მით უმეტეს, როცა მისი ზომები სულ რაღაც 7 სანტიმეტრია სიგრძეში და 6, 5 სიგანეში და სრულიად თავისუფლად ეტევა ჯიბეში. მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელს იოსინორი კოკენავას ბრწყინვალე იდეა გაუჩნდა 2019 წელს, როდესაც მოხალისედ მუშაობდა კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ნაგანოში, სადაც ადამიანები საპირფარეშოსთან უზარმაზარ რიგში დგებოდნენ. ![]() 2020 წელს კომპანიამ გამოუშვა პირველი Pocketoilet, რომელიც შედგება გამძლე ბოჭკოვანი მინიტომარისგან და შეკვრა კოაგულანტისგან. მისი დამაგრება შესაძლებელია უნიტაზზე ან სანაგვე ურნაზე კი. სუნზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, სპეციალური ნივთიერება აქრობს მას. ![]() "ეს ტუალეტები შეიძლება მოთავსდეს ქალის კოსმეტიკაშიც კი, ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხალხი სიამოვნებით ატარებს მათ“, - თქვა კოკენავამ და დასძინა, რომ მისმა კომპანიამ უკვე გაყიდა დაახლოებით 50, 000 ჯიბის ტუალეტი. 369 3-ს მოსწონს
|