x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
N2O
მამხიარულებელი აირი

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან აშშ-ს სტომატოლოგიურ კლინიკებსა და თუ კაბინეტებში გამოჩნდა აზოტის ქვეჟანგი ანუ “მხიარული გაზი”, როგორც მას ხშირად უწოდებენ. ამ დროიდან იგი შეუცვლელი საშუალება გახდა შეშინებული და პანიკაში მყოფი პაციენimage
ტების დასახმარებლად, ასევე მათთვის, ვისაც ნემსის ჩხვლეტის ეშინია.

აზოტის ქვეჟანგი უფერო, უსუნო გაზია, რომელიც სტომატოლოგის სავარძელში მჯდომ პაციენტს სპეციალური ნიღბით მიეწოდება ჟანგბადთან ერთად.

თანამედროვე სტომატოლოგიურ კაბინეტებში პაციენტებს სხვადასხვა არომატის “მხიარულ გაზს” სთავაზობენ: ვანილის, პიტნის, მარწყვის და სხვა.


აზოტის ქვეჟანგის უპირატესობები:

1. მოქმედების სისწრაფე — ტვინის ქსოვილამდე აღწევს 20 წამში, რელაქსაცია და ანალგეზია დგება 2-3 წუთში.

2. სედაციის სიღრმე დროდადრო მცირდება, რაც საშუალებას იძლევა სურვილისამებრ გავახანგრძლივოთ და გავაღრმავოთ გაზის მოქმედება.

3. გაზის მოქმედება წყდება მიწოდების შეწყვეტიდან 3-5 წუთში და იგი უკვალოდ ქრება ორგანიზმიდან. პროცედურის შემდეგ თავისუფლად შეიძლება მანქანის მართვა.

4. აზოტის ქვეჟანგის ანალგეზიური ეფექტის სიღრმე ინდივიდუალურია, მაგრამ რუტინული პროცედურების დროს თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება ინექციური ანესთეზიის მაგივრად. მაგალითად იგი ღრმა პროფესიული წმენდისას ღრძილების მგრძნობელობის მოსახსნელად.

5. ინჰალაციური ანესთეზია ფაქტიურად უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენები მინიმალურია.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ გამოიყენება აზოტის ქვეჟანგი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. არადა, რამდენ პაციენტს წაადგებოდა, ვინც შიშის გამო გაურბის სტომატოლოგთან ვიზიტს.

0
244
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსტრაქციონიზმი
აბსტრაქციონიზმი
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0