საზოგადოება პროვინციალიზმის მთავარი ნიშნები - აი, რა გაგცემთ! 2022, 29 ივნისი, 9:47 ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".
მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს, თუმცა არსებობს უნივერსალური სამოსები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან. ზოგიერთი ფერი არა მარტო სხეულის ფორმების შენიღბვას ემსახურება, არამედ გვმატებს თავდაჯერებულობას და ნებისმიერი ასაკის ქალბატონს სტილის მიხედვით შეუძლია ყველაზე ელეგანტური და მაცდური ფერის კაბა ნებისმიერ სიტუაციაში -კინოთეატრი, წვეულება, რესტორანი და ა.შ, მოირგოს. ასევე აქტუალურია მუდამ ჯინსის შარვლები და ქურთუკები, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან, თუმცა მისი ტენდენცია წლების მანძილზე იცვლება. დღეს, მოდაში არაორდინალური და შეუსაბამო სტილია, სადაც არ არის განსაზღვრული კრიტერიუმი მკლავებსა და სამოსის წელს შორის, ყელსა და მკლავებს შორის, კაბის წინა და უკანა სიგრძეს შორის და ა, შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა ტენდენციურია ყველაფერი ის, რაც ადრე საშინელ უგემოვნობად მიიჩნეოდა. თუმცა, სიტყვა "უგემოვნო" დღეს რჩება მოდის ინდუსტრიაში და განიხილება უწინდებურად და ძირითადად ეხება ადამიანებს, რომლებმაც არ იციან ეტიკეტის წესები და საზოგადოებაში ჩაცმის კულტურა. ამიტომ, ღირს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ უნდა ჩავიცვათ ქუჩაში, რათა საზოგადოების კრიტიკა, სარკაზმი და ზიზღი არ დავიმსახუროთ. პიერ კარდენის სიტყვებიც სწორედ ამ მიმართულებას ეკუთვნის: "კარგად ჩაცმული ადამიანი არის ის, ვინც დარწმუნებულია საკუთარ თავში და სხვის თვალშიც ადამიანია"... მოდით, ჯერ განვმარტოთ თუ რას ნიშნავს პროვინციალიზმი - ჩამორჩენილობა, თვალსაზრისის, ინტერესთა შეზღუდულობა, რაც დამახასიათებელი იყო პროვინციის (კულტურული ცენტრიდან დაშორებული ადგილის) მცხოვრებთათვის, თუმცა პროვინციული გემოვნება მხოლოდ ქალაქგარეთ მაცხოვრებელ გოგონებს არ აქვთ, მრავლად ნახავთ მეგაპოლისებში დაბადებულ-გაზრდილ გოგონებს პროვინციული გემოვნებითა და აზროვნებით. მოდით, ვნახოთ თუ რა ფაქტორები გასცემს ფაქტს, რომ პროვინციული გემოვნება გაქვთ. პროვინციალიზმის მთავარი ნიშნები - აი რა გაგცემთ!1. ასაკთან შეუფერებელი ტანსაცმელი და ჩაცმის სტილი. 2. თქვენი წონისა და ფიგურისთვის შეუსაბამო ტანსაცმელი. 3. ერთმანეთთან შეუსაბამო სამოსი. 4. ამინდთან შეუსაბამო ჩაცმულობა. 5. ვულგარული სტილი. იხილეთ აგრეთვე: ასე არასოდეს ჩაიცვათ! - შეუსაბამობა, რომელიც თქვენს ვულგარულობას უსვამს ხაზს 896 5-ს მოსწონს
|