x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ახალგაზრდა არ მორჩილებს თვალებგადმოკარკლულ იდიოტ ბელადებს, არ დადის ყალბ მიტინგებზე და არ ხავის იქ სისულელეებს!"-დემურ გიორხელიძე ახალგაზრდებს მიმართავს
image

ქართველი ეკონომისტი, ინჟინერი, მეცნიერი და პოლიტიკოსი დემურ გიორხელიძე გუშინ რუსთაველზე გამართულ აქციას "შინ ევროპისკენ".


"ქართველ ახალგაზრდებს მივმართავ! განსაკუთრებით, იდეოლოგიით დამცირებულ და გონებაკორექტირებულ ახალგაზრდებს! ახალგაზრდა საკუთარი ბუნებით - მაქსიმალისტია და ეს შესანიშნავია - ასეც უნდა იყოს! მაგრამ თქვენ არ ხართ მაქსიმალისტები! ახალგაზრდა არ მორჩილებს თვალებგადმოკარკლულ იდიოტ ბელადებს, არ დადის ყალბ მიტინგებზე და არ ხავის იქ სისულელეებს!


ახალგაზრდა კაცი შეურიგებელია დაბინძურებული გარემოსადმი და აგრესიული იმ სიგლახის მიმართ, რომელიც ზღუდავს მას თავისუფალ განვითარებასა და ცოდნის დაუფლებას! ნაღდი ახალგაზრდა შეუგუებელია იმ მახინჯი განათლების სისტემის მიმართ, რაც მას ბოლონიის სისტემის სახით, ფსევდო-ევროპულ "ორიენტაციაში" მოახვიეს თავს და რეალურად კი, კრეტინების აღსაზრდელი სისტემაა!



საღი ახალგზარდები საკუთარ კულტურულ წიაღს, საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ კულტურას - ყველაზე მაღალ საფეხურზე აყენებენ და ეს სულაც არ ნიშნავს ჩაკეტილობას. პირიქით, ფანტასტიკური ქართული კულტურა (ფართო გაგებით) საკუთარი ფასეულობათა სისტემით არა მარტო რომელიმე


კულტურას (მით უფრო კლასიკურ ქრისტიანულ დასავლურ კულტურას) არ ჩამოუვარდება, არამედ, ზოგ რამეში აღემატება კიდეც მათ! მაგრამ იდეოლოგია ანადგურებს ახალგაზრდის გონებას!ყველაზე დიდსა და ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში უმთავრესია, უმალავს და ყალბ ორიენტაციებზე ახდენს მისი გონების მომართვას!


"შინ ევროპაში დაბრუნება" - იდეოლოგიური ნეო- ბოლშევიკურ/ნეო-კომკავშირული ლოზუნგია, რომელიც ნიღბავს მთავარს: პროცერსს, რომელმაც სწორედ სიყალბით უნდა ჩაანაცვლოს ჭეშმარიტი ფასეულობები! ჩემს სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობის პერიოდში 3600 სტუდენტს ვესაუბრე, ურთულესი, ღრმად მათემატიზირებული ფუნდამენტური საგნები ვასწავლე, ძალ-ღონე არ დამიშურებია, ბოლომდე ვიხარჯებოდი და თუ რამ საუკეთესო იყო და არის მსოფლიოში ამ საგნებში,


- ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდათ და აქვთ! ამის დასტური - ჩემი წიგნებიც არის, რომლის მსგავსი არ არის საქართველოში! აი, რა არის დასავლური ორიენტაცია:ცოდნა, განათლება და მეცნიერება, ადამიანებს შორის უმაღლესი მარეგულირებელინორმების ფარგლებში მოქმედება და ურთიერთპასუხისმგებლობა და ურთიერთპატივისცემა საჯარო სფეროში ადამიანის ღვაწლისა და საქმიანობის შესაბამისად.


უტიფრობას და საშინლად დაბალ განათლებულობის დონეს ვერ შენიღბავთ "დასავლური ორიენტაციით" -დასავლეთმა გითხრათ: საქართველოს განათლების სისტემა მსოფლიოში 77-ე ადგილზეაო (ბოლოდან მე-5ადგილზე) და ქართველ ახალგაზრდებს უჭირთოწაკითხული ტექსტიდან აზრის გამოტანაო! ეს ჯამური შეფასებაა და არა იმის აღიარება, რომ ყველა ასეთია, არა!


ასე, რომ როცა ეგუები სიბნელეს, იდეოლოგიას ანადგურებინებ თავს, ეგუები გამანადგურებელ განათლების სისტემას, იმ გარემოს, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა და არაფერი აქვს საერთო ნორმალურ ადამიანურ გარემოსთან, - ე.ი. სულაც არ ხარ "დასავლური ორიენტაციისა!" უბრალოდ, იდეოლოგიურად


გაგააქტიურეს და დაგამსგავსეს მე-19 საუკუნის 60-80-იანი წლების სანკტ-პეტერბურგელ რევოლუციონერ ახალგაზრდებს, რომლებმაც შექმნეს ტოტალიტარული სისტემის ყველა ინსტრუმენტი პარტიიდან დაწყებული,


"ბოლშევიკის კატეხიზმომდე". დღეს თქვენ ზუსტი ასლი ხართ ამ კატეხიზმოში ჩამოყალიბებული ქცევის ნორმებისა, მაგრამ თავი "დასავლურ ორიენტირებულ" ახალგაზრდებად მიგაჩნიათ! არა! თავისუფალი ახალგაზრდა და იდეოლოგიით გონებაკორექტირებული ახალგაზრდაერთი და იგივე არ არის!"-წერს დემურ გიორხელიძე.

0
185
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0