x
image
ქეთეონე
რამდენად სახიფათოა ელექტრო სიგარეტი, ე.წ "ვაიპი" ?

image

ერთჯერადი ვაიპების (ელექტრო სიგარეტების) პოპულარობა იზრდება. ისინი კაშკაშა ფერისაა, ადვილად გამოსაყენებელი და აქვთ არომატი ბამბის ტკბილეულიდან ცისფერ ჟოლომდე.


ისინი ასევე შეადგენენ ინგლისის მთავრობის გეგმის ძირითად ნაწილს, რათა დარჩენილმა ექვსმა მილიონმა მწეველმა 2030 წლისთვის თავი დაანებოს მოწევას.

მაშ, რამდენად უსაფრთხოა იგი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არასდროს მოუწევიათ?


მაგალითზე, იზი ესპოზიტომ, 18 წლის, (ბორეჰამვუდიდან), ელექტრო სიგარეტი გასულ ზაფხულს დაიწყო, როცა ყველა მისმა მეგობარმა სცადა და ახლა დღის ნებისმიერ საათს ისიც ეწევა.

”საქმე იქამდე მივიდა, რომ კვირაში ორ ვაიპს ვიღებდი, თითოში 3500 ფუნტით”.- ამბობს იგი.

იზი ახლახანს იძულებული გახდა, რომ მისი შემცირება ან საერთოდ თავის დანებება დაეწყო, რადგან მას ღრძილებიდან სისხლდენა დაეწყო და წყლულები გაუჩნდა პირსა და ტუჩებზე.

"არ მინდოდა კბილების გახეხვა, რადგან ეს მტკივნეული იყო", - ამბობს ის.

image

ერთჯერადი ვაიპები მოწევის უახლესი ტენდენციაა. ისინი უფრო იაფია ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის კოლოფი და მათი გამოყენება შესაძლებელია შედარებით კომფორტულად.


იზის იზიდავს ფერები და გემოები და ის ფაქტი, რომ მას შეუძლია შეიძინოს ის, რომელიც შეესაბამება მის ჩაცმულობას საღამოს.


ელექტრონული სიგარეტები დაეხმარა ათასობით ადამიანს მოწევის შეწყვეტაში, თამბაქოს საშიში და ტოქსიკური კვამლის თავიდან აცილების გზით, რაც ჯანმრთელობის დიდ სტიმულს აძლევს ადამიანს.


მაგრამ ელექტრონული სიგარეტის ორთქლი, რომელსაც ისუნთქავთ, მაინც შეიძლება შეიცავდეს მცირე რაოდენობით ქიმიკატებს, მათ შორის ნიკოტინს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული რისკი. მეცნიერებს ჯერ არ აქვთ გამოკვლეული რა შეიძლება იყოს ეს.



0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0