"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს, გორში სტალინის ძეგლი გვირგვინით შეამკო და განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ძეგლი თავის ძველ ადგილს დაუბრუნდება.
"ჩვენ პატივს მივაგებთ უმაღლეს მთავარსარდალს, ქართველ კაცს - იოსებ სტალინს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში მოიგო ყველაზე დიდი ომი და საკუთარ ბუდეში გაანადგურა ფაშიზმი, რის შედეგადაც დღევანდელი ცივილიზაცია გადარჩა და აგრძელებს განვითარებას", – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრისას "ლეიბორისტების" ლიდერმა ამომრჩეველს პარტიის პრიორიტეტები გააცნო და სწორი არჩევნის გაკეთებისკენ მოუწოდა.
"შიდა ქართლის მოსახლეობას გადამწყვეტი სიტყვა შეუძლია თქვას ამ ხელისუფლების დასამარებასა და ახალი საქართველოს გამობრწინებაში, მე ამ განწყობებს მოსახლეობასთან შეხვედრისას ვხედავ და ღმერთმა ქნას, ყველაფერი გამარჯვებით დამთავრდეს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
დღესვე, შალვა ნათელაშვილი რუსთაველ ამომრჩეველს შეხვდება.