x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ლალი მეხრიშვილი: "ბატონი თამაზი იმ ქარიშხალსა და თქეშში რინგს არ ტოვებდა, არა - ის თავს აკლავდა რინგს"
image17 ივნისს დედოფლისყაროში ჩემპიონატი კიკბოქსინგში "ხორნაბუჯის თასი" გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დედოფლისწყაროს კიკბოქსინგის გუნდი "ჩემპიონი"-ს დამფუძნებელი თამაზ ყარაგვეზაშვილი იყო.


ჩემპიონატს ჟურნალისტი ლალი მეხრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:


"გუშინ ქარიშხალი ატყდა, კულტურის სახლიდან ვხედავდი რინგის აწყობის პროცესში დააწვიმა უდუდესი თქეში ბიჭებს, ვხედავდი იმასაც, თუ როგორ გარბოდა ყველა თავშესაფრისკენ, მხოლოდ ბატონი თამაზი არ ნებდებოდა და არ ტოვებდა რინგს. ტროსებზე და თოკებზე ხელი წაევლო და თავგამეტებით ეწეოდა თითოეულს, რომ აწყობილი რინგის მთლიანი კონსტრუქცია ქარს არ წაეღო.


პატარა მოთხრობა დაიწერებოდა, ანდა ნახატი შესრულდებოდა მხოლოდ ამ ერთ ფრაგმენტზე, როდესაც ბატონი თამაზი იმ ქარიშხალსა და თქეშში რინგს არ ტოვებდა, არა - ის თავს აკლავდა რინგს და ამაგრებდა, რომ ქარს არ წაეშალა წინა დღეების ნაწვალები.



საოცარი სანახავი იყო ყოველივე, ზღვაში შესული გემის იალქნებთან ჭიდილს გავადა ბატონი თამაზის თითოეული მოქმედება. პალიასტომის ტბა გამახსენდა, ატეხილ ქარიშხალში მამაშვილი ერთმანეთს რომ არ ტოვებენ თავგანწირვამდე. კი ბატონი თამაზისთვისაც ხომ რინგი შვილივითაა, რომელსაც არ ტოვებდა.


ამ თავგანწირვამ დღეს ულამაზესად მორთული საღამო და უდიდესი შეჯიბრი გვაჩვენა, რომელმაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობას ადრენალინი დაახარჯინა და ახალი სისხლი და ჟანგბადი მიაწოდა. წარმოუდგენლად დიდებულ სანახაობას ვუყურე დღეს, მსგავსს რომ ვერც ვიფიქრებდი. შეშურდებოდათ ნებისმიერ ევროპელებს. უმაღლეს დონეზე ჩატარებული ტურნირი და დაუმარცხებელი დედოფლისწყარო ვნახე დღეს. ეს ბატონი თამაზის დამსახურებაა. ძალიან მაგარი ხალხი ვართ დედოფლისწყაროელები. ძალიან მაგარი მომავლით." - წერს ლალი მეხრიშვილი
პოსტი

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0