x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
7 შეცდომა, რომელსაც საჩუქრის შერჩევისას ვუშვებთ
მეცნიერები სერიოზულად მიუდგნენ საჩუქრების არჩევის საკითხს და გამოავლინეს პრობლემა, რომლის გამოც თქვენმა საჩუქარმა შეიძლება მხოლოდ იმედგაცრუება გამოიწვიოს მათში, ვისაც მას ჩუქნით.




image


სოციოლოგებმა ათწლეულების მანძილზე გადახედეს დღესასწაულებზე ნაჩუქარ და მიღებულ საჩუქრებს და შედეგებმა თითქმის ერთი და იგივე შეცდომები აჩვენა, რომელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად უშვებდნენ მათ არჩევისას. ეს ერთი გაუგებრობა კი მომდინარეობს შვიდი შეუსაბამობისგან მოლოდინსა და რეალობას შორის. მათი გამოსწორება შესაძლებელია და საჩუქრის მიმღებს აღარ მოუწევს სიხარულის იმიტაცია, რომ "ის" მოსწონს, ის ნამდვილად იქნება ბედნიერი.



კარნეგის უნივერსიტეტის მუშაკის ჯეფ გალაკის (Jeff Galak) სამუშაოდან "რატომ მიიღება საჩუქრების გაცემით სიამოვნება უფრო მეტად, ვიდრე მათი მიღებით", ირკვევა, რომ ის, ვინც ჩუქნის საჩუქარს, კონცინტრირებულია იმ მომენტით, როგორ გააოცებს და გაახარებს ადრესატს, როგორ მოახდენს შთაბეჭდილებას ამ პროცესით და არ ინტერესდება, თუ აარჩია ის სწორად მისთვის. მნიშვნელოვანია პრაქტიკულობა, თუ რამდენად გამოიყენებს საჩუქარს, ვინც ის მიიღო.




image


იმისათვის, რომ არასოდეს შეცდეთ სწორ არჩევანში, დღევანდელი სტატიის რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ.



7 შეცდომა, რომელსაც საჩუქრის შერჩევისას ვუშვებთ




— 1 — იმის ნაცვლად, რომ აჩუქოთ ადამიანს მატერიალური ნივთები, როგორიცაა მაგალითად გაჯეტები ან ტანსაცმელი, აჩუქეთ უფრო სასიამოვნო და ახალი გამოცდილების მიმცემი რაღაცები. მაგ: რომელიმე რესტორნის ვაუჩერი ან კონცერტსა და სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი.



— 2 — საჩუქრის ჩუქნისას ვფიქრობთ, რომ კმაყოფილი უნდა იყოს ადრესატი, თუმცა გამოიყენებს თუ არა მას, ამაზე არ ვფიქრობთ. მაგ: როდესაც მას ვჩუქნით გადაყვავებულ თაიგულს, არ ვფიქრობთ, რომ ის მალე დაჭკნება და ამ დროს სიხარული ადრესატის მხრიდანაც ხანმოკლეა და ფულიც ფუჭედ დახარჯული. ამიტომ, სჯობს მარადმწვანე მცენარე ან ქოთნის ყვავილები აირჩიოთ, რათა სიხარული ხანგრძლივი იყოს. (როდესაც საქმე ყვავილებს ეხება)



— 3 — აზრი, რომ რაც უფრო დიდი ხნით ადრე იწყებთ საჩუქრის ყიდვაზე ფიქრს, ის უფრო კარგი და შთამბეჭდავი გამოვა, იმედს გაგიცრუვებთ.



— 4 — თუ საჩუქრის მიმღებს აქვს სურვილების სია და თქვენ ამის შესახებ იცით, მაშინ სჯობს აჩუქოთ იქიდან რაიმე, რადგან ასე უფრო აღაფრთოვანებთ და გაახარებთ მას.



— 5 — ძვირადღირებული ნივთი საუკეთესოდ გვეჩვენება, მაგრამ მისი ფასი უფასურდება, როდესაც მისი გამოყენება უსარგებლოა. ამიტომ, კარგად დაფიქრდით.



— 6 — ხალხს უყვარს მათთვის იმის ჩუქება, რაც მათ უყვართ, მაგრამ უმჯობესია თუ ამ დროს აჩუქებთ რაიმე უნივერსალურს.



— 7 — არ აქვს აზრი ისეთი საჩუქრის ჩუქებას, რომლის გამოყენება რთულია, ან მოითხოვს კიდევ დამხმარე აღჭურვილობას. სჯობს იყიდოთ რაიმე უფრო მარტივი და მოსახერხებელი.





0
126
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0