x
image
არჩილ ვერულიძე
საფრანგეთი უკრაინაში საარტილერიო დანადგარების ახალ პარტიას გზავნის

image

საფრანგეთიდან უკრაინაში იგზავნება თვითმავალი საარტილერიო დანაგარების "ცეზარის" (Caesar) ახალი პარტია. სატრანსპორტო ფრენებს უკრაინული გიგანტი An-124 Ruslan ახორციელებს. დამატებითი იარაღი უკრაინას საშუალებას მისცემს გააძლიეროს თავისი პოზიციები და შემდგომში განაგრძოს შეტევა მტრის წინააღმდეგ.


"ცეზარის" უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მას ჭურვის გასროლის შემდეგ შეუძლია ოპერატიულად შეიცვალოს საცეცხლე პოზიცია და თავიდან აირიდოს მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრსაბატარეო პასუხი. მისი მოქმედების რადიუსი 40 კილომეტრია მაღალი ფეთქებადი ფრაგმენტული ჭურვებით, ხოლო შორსმოქმედი ჭურვები 54 კილომეტრამდე მოქმედებენ.




1
220
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
220
  
2022, 26 ივნისი, 18:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1