x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ვარსკვლავური წყვილების ყველაზე პიკანტური ფოტოსესიები

image


მსოფლიო შოუ - ბიზნესის ბევრ ცნობილ წარმომადგენელს საკუთარი გრძნობების საჯაროდ გამოხატვის არ ერიდება. ტინა კუნაკი, მეგან ფოქსი, ჰეილი ბიბერი და სხვა ლამაზმანები რჩეულებს საზოგადოდ ანცობის საშუალებას აძლევენ. წარმოგიდგენთ ცნობილი წყვილების პიკანტურ კადრებს, რომლებიც შესაძლოა ნანახი არ გქონდეთ.





ტინა კუნაკი და ვენსან კასელი


image


ახალგაზრდა ფრანგი მოდელისა და მონიკა ბელუჩის ყოფილი მეუღლის გაცნობა 2015 წელს იბიცაზე შედგა. რომანტიკულ კურორტზე 18 წლის გოგონამ ბარის მაგიდასთან შთამბეჭდავი გარეგნობის მამაკაცი შენიშნა და მასთან შესახვედრად გაემართა, მაშინ ტინა ვერც კი ხვდებოდა რომ მის წინ ცნობილი ფრანგი მსახიობი და პროდიუსერი ვენსან კასელი იჯდა. მათი რომანი ელვისებურად განვითარდა: 2018 წელს წყვილმა იქორწინა, ერთი წლის შემდეგ კი მათ ქალიშვილი, ამაზონი შეეძინათ. ცოლ - ქმრული თანაცხოვრების განმავლობაში კუნაკსა და კასელს ვნება არ განელებიათ. შეყვარებულები ერთმანეთის მიმართ გრძნობებს მუდმივად გამოხატავენ. ამ მოსიყვარულე წყვილის შემხედვარე ძნელი დასაჯერებელია, რომ მსახიობი საყვარელ ქალზე არც მეტი, არც ნაკლები 31 წლით უფროსია.





ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი


image


ვიქტორია ბექჰემის უფროსი ვაჟი და ფილმ "ტრანსფორმერების" ვარსკვლავი ცოლ - ქმრის ამპლუაში თავს ბედნიერად გრძნობენ. ახალგაზრდა მსახიობმა გოგონების გულთამყრობელის სიყვარულის მოპოვება მარტივად შეძლო და ახლა უკვე მისი კანონიერი ცოლია. როგორც ცნობილია, ნიკოლა ვარსკვლავურ დედამთილს ვიქტორია ბექჰემსაც განსაკუთრებით მოსწონს. შეყვარებულები გრძნობების გამოხატვისგან თავს არასდროს იკავებენ და ერთმანეთს რომანტიკულ სიურპრიზებსაც ხშირად უწყობენ, შემდეგ კი სასიყვარულო ფოტოებს სოციალურ ქსელში ერთგულ გამომწერებს უზიარებენ. მაგალითად, წყვილმა ურთიერთობის პირველ წლისთავზე, აბაზანაში პიკანტური ფოტოსესიაც კი მოაწყო.





მეგან ფოქსი და კოლსონ ბეიკერი


image


ჰოლივუდის ვარსკვლავი, ახალგაზრდა რეპერს გადასაღებ მოედანზე შეხვდა. არტისტებს შორის ვნებიანი რომანი მალევე გაჩაღდა, რაც კინოდივას ქმართან ბრაიან ოსტინთან დაშორების მთავარ მიზეზად იქცა. ფოქსმა არაერთხელ აღიარა, რომ მასა და მის პარტნიორს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს და ისინი თავს მონათესავე სულებად გრძნობენ. მეგანს თავისი ემოციების თაყვანისმცემლებთან გაზიარება სულაც არ ერიდება, პირიქით, ერთხელ მან შხაპის შემდეგ კოლსონთან ვნებიანი ფოტოსესიაც კი მოაწყო, სადაც მსახიობი პირსახოცის ამარა საყვარელი მამაკაცის გვერდით ბედნიერად პოზირებდა.





ჯასტინ და ჰეილი ბიბერები


image


მსოფლიო შოუ - ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და რომანტიკული წყვილი საზოგადოებისთვის იმის მტკიცებას კვლავ განაგრძობს რომ ქორწილის შემდეგ შეყვარებულებს შორის გრძნობები კიდევ უფრო მძაფრდება. კანადელმა პოპ-მუსიკოსმა და წარმატებულმა სუპერმოდელმა 2018 წელს იქორწინეს და მას შემდეგ ერთმანეთს სიყვარულში ყოველდღიურად უტყდებიან. პანდემიის დროს ბევრი დანგრეული ოჯახისგან განსხვავებით, მათ კარანტინიც ადვილად გადაიტანეს და არც მარტო ყოფნით მიღებულ კმაყოფილებას მალავდნენ. შეყვარებულები თავიანთ რომანტიკულ კადრებს სოციალურ ქსელშიც აქტიურად აზიარებენ, აღნიშნული ფოტოც წყვილის მიერ მოწყობილი პიკნიკის დროს გადაღებული ერთ - ერთი რომანტიკული კადრია.





ემილი რატაკოვსკი და სებასტიან ბეარ-მაკლარდი


image


ცნობილ ამერიკელ მსახიობსა და მოდელს საზოგადოების პიკანტური კადრებით პროვოცირება ყოველთვის უყვარდა. ემილიმ ამ ჩვევას არც ქორწინების შემდეგ უღალატა, მეუღლე კი მას ამაში ყოველთვის მხარში უდგას და ეხმარება. ფოტოზე სებასტიან ბეარ-მაკლარდი ნახევრად შიშველი მეუღლის გვერდით მთელი მონდომებით პოზირებს და ამით თავადაც როგორც ჩანს არანაკლებ სიამოვნებას იღებს.





0
1227
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1227