x
image
არჩილ ვერულიძე
სლოვაკეთმა უკრაინას MI-ტიპის ხუთი ვერტმფრენი გადასცა

image
სლოვაკეთმა უკრაინას ხუთი ვერტმფრენი გადასცა: ოთხი MI-17 და ერთი MI-2. ასევე ათასობით საბრძოლო მასალა Grad-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მან თქვა: მოხარული ვარ, დავადასტურო, რომ ათასობით სლოვაკური რაკეტა გრადოვისთვის და ხუთი MI-სერიის ვერტმფრენი უსაფრთხოდ გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

მისი თქმით, ახლა მთელი დემოკრატიული სამყარო უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ დონბასიც კი ვერ აიღო ოთხ თვეში და დაკარგა ყველა არსებული ჯავშანტექნიკის 30%, უკრაინა იწყებს ახალი იარაღის მიღებას და შეძლებს არა მხოლოდ შეტევის მოგერიებას, არამედ კონტრშტევიზე გადასვლას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვერტმფრენები უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამსახურშია. უკრაინისთვის გაცეული ეს დახმარება, ისევე როგორც ყველა წინა მიწოდება, აუნაზღაურდება სლოვაკეთს ევროპის მშვიდობის ფონდიდან, რაც წარმოადგენს ევროკავშირის სოლიდარობის მტკიცებულებას.

0
92
3-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0