x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რუსი ჩინოვნიკები მალე "ჟიგულებზე" გადაჯდებიან
image

«АвтоВАЗ-ის წარმომადგენელმა ილინსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა უზრუნველყოს რუსი ჩინოვნიკები ავტომობილებით.


„ავტოვაზი“ გამოეხმაურა რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის წინადადებას: გადაჯდნენ თანამდებობის პირები სამამულო წარმოების ავტომობილბზე. Gazeta.Ru-სთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელი, სერგეი ილინსკიმ პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს მათ სპეციალური მანქანების მიწოდებას, რომლებიც უცხოურ ავტომობილებს ჩაანაცვლებს.


”ჩვენ მზად ვიქნებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ” - აღნიშნა მან.




ხუთშაბათს, 16 ივნისს, ფინასთა მინისტრმა სილუანოვმა განაცხადა, რომ ბიზნესრისკები საქონლის რეალიზაციისთვის სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე .


„მოთხოვნის დაკმაყოფილებლად , მაგალითად, შესაძლებელია სახელმწიფო მოხელეების „ლადაზე“ გადაჯდომა, – თქვა მან.


მანამდე, Avtograd News-ი იტყობინება, რომ ავტონაწილების დეფიციტის გამო დიდი ხნის გაჩერების შემდეგ, ოთხშაბათს, 8 ივნისს."АвтоВАЗ"-მა განაახლა Lada Granta მოდელის წარმოება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ახალი Lada Granta იწარმოება გამარტივებული ვერსიით - აირბაგის, ABS-ის, ERA-GLONASS განგაშის ღილაკის გარეშე და შემცირებული ეკოლოგიური კლასით. თუმცა, უფრო ძვირადღირებულ კონფიგურაციაში, სედანი აღჭურვილი იქნება ელექტროამწეებით და საჭის ჰიდროგამაძლიერებლებით. ორივე კომპლექსში საჭე შეიცვლება ძველი Lada Kalina-დან.



შეგახსენებთ, 2014 წლიდან "ავტოვაზის" 50% კაპიტალს ფლობდა Renault-Nissan-ის ალიანსი, თუმცა უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, ამა წლის 16 მაისს კომპანიამ დატოვა რუსეთი, ავტოკონცერტნი გადავიდა НАМИ-ის(საავტომობილო და ავტომოძრავების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის) ხელში



მაისის შუა რიცხვებში ასევე ცნობილი გახდა საავტომობილო ბრენდი "მოსკვიჩის" ხელახლა წარმოების შესახებ.ეს მოხდა მას შემდეგ, როცა ომის დაწყების გამო ფრანგულმა Renault ჯგუფმა თავის 68% წილი რუსულ მხარეს გადასცა.


მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა Renault-ის ქარხანა ქალაქის ბალანსზე გადაიტანოს. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება. მერმა განმარტა, რომ კომპანია გეგმავს ისტორიული "მოსკვიჩის" მარკის მანქანების წარმოების განახლებას. მისი თქმით, სამომავლოდ კომპანია ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს.

0
204
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0