x
image
ანარქია
Mediator image
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

imageთამაზ თამაზაშვილის სიძემ, `ქართული ოცნების` წევრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. მათ განაცხადეს, რომ თამაზაშვილის დაკავშირება გლდანის საპყრობილეში მომხდარ ფაქტებთან ხელისუფლების მხრიდან მოწყობილი პროვოკაციაა. მათ აგრეთვე გამოთქვეს ეჭვი, რომ ყოფილი გენერლის მიმართ, შესაძლოა, პროვოკაციების კიდევ გაგრძელდეს, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.
`მე მაქვს სრული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩემი სიმამრის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლეს საფრთხე კვლავაც ემუქრება. ასე რომ, თუ რაიმე ძალადობას ან რაიმე სახის ინციდენტს ექნება ადგილი ჩემი სიმამრის მიმართ, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, `- განაცხადა ღარიბაშვილმა.
თამაზ თამაზაშვილი გლდანის ციხეში იხდის სასჯელს. მისი სახელი კი იქ მომხდარ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებებში იყო ნახსენები. პროკურატურის მტკიცებით, თამაზაშვილი ერთ-ერთი დაინტერესებული პირი იყო პატიმართა წამების ვიდეოგადაღებისა და ამ მასალების მესამე პირისთვის მიწოდების პროცესში.

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0