ქალი და მამაკაცი როგორ აუხსნა ქმარმა ცოლს, რომ ღალატის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა 2022, 17 ივნისი, 10:31 სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.
საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება. როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. საინტერესოა შეყვარებული მამაკაცის ქცევები, რომელიც ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ. ფსიქოლოგები და ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ შეყვარებულ მამაკაცს ისეთი ქმედებების ჩადენა შეუძლია საყვარელი ქალის გულისთვის, რომელსაც სხვა შემთხვევაში, ალბათ არ გააკეთებდა. თუმცა, დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ სახალისო ისტორიას, თუ რატომ არ ჰქონდა ქმარს სხვა გზა გარდა იმისა, რომ ცოლისთვის აუცილებლად უნდა ეღალატა. ერთ დღეს, ცოლი ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა სახლში და ქმარს შეუსწრო მათ საწოლში ძალზედ მიმზიდველ ქალბატონთან ერთად. უცაბედად ისეთი შოკი მიიღო, რომ უხმოდ იდგა და ცრემლები წასკდა, როცა გონს მოეგო, ყვირილი დაიწყო. - ოჰ, უმადურო ღორო! ასეთი შვილებისა და ერთგული ცოლის პატრონს მსგავსი რამის ჩადენა როგორ მოგინდა?! ქმარმა უსმინა მშვიდად, სანამ აბობოქრებული ცოლი დაიცალა და ასევე მშვიდად მიუგო: -- დამშვიდდი, საყვარელო. ახლავე აგიხსნი ასე რატომ მოვიქეცი. - სწრაფად, რადგან ეს უკანასკნელი იქნება, რასაც შენგან გავიგონებ, განქორწინება მინდა. -- სახლში დაბრუნებისას, როდესაც ჩემს ავტომობილთან მივედი, ამ მიმზიდველმა ქალბატონმა მთხოვა გზად წაყვანა. უარი არ მითქვამს. ხოლო, როდესაც მანქნაში ჩავისვი და უკეთ დავაკვირდი, შევამჩნიე, რომ უჭმელობისგან იყო გამხდარი, დასუსტებული და მისი ტანსაცმელიც არ გამოიყურებოდა კარგ მდგომარეობაში. გამოველაპარაკე და აღმოჩნდა, რომ ჩემი მოსაზრება მართალი იყო, მას სამი დღეა არაფერი ეჭამა. შემეცოდა და ვთხოვე ჩვენთან წამოსულიყო და ის გემრილი ცხელი შოკოლადი მიერთვა, რომელიც მე ვიყიდე, შენ კი პირი არ დააკარე და მითხარი, რომ გაგასუქებდა. წარმოიდგინე, მან ის ცხელი შოკოლადი, ერთი მოყუდებით გამოცალა. შემდეგ შევთავაზე აბაზანა მიეღო და ასეც მოიქცა, მისი ტანსაცმელი კი, რომელსაც სიძველისგან ნახვრეტები ჰქონდა და გაცრეცილი იყო, გადავყარე. გამიჩნდა ახალი საფიქრალი, რა ჩამეცმია მისთვის და უცებ გამახსენდა შენი ჯინსი, რომელიც მე გიყიდე და ოთხი წელია არ გცმია. ასევე მივეცი შენი საცვლები, რომლებიც ჩვენს ქორწინების ერთ-ერთ წლისთავზე გიყიდე, შენ კი ისინი დაიწუნე ჩემი უგემოვნობის გამო. კიდევ მოვუძბნე ის მაისური, რომელიც ჩემმა დამ გაჩუქა, შენ კი არ იცვამდი მხოლოდ და მხოლოდ მისი გაღიზიანების გამო. ბოლოს კი ვაჩუქე შენი ძვირადღირებული ფეხსაცმელი, რომელიც ერთ-ერთ ძვირადღირებულ ბუტიკში იყიდე და აღარ იცვამდი იმიტომ, რომ სამსახურში მსგავსი ჰქონდა ვიღაცას. ქმარმა ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოყვა, ბოლოს ამოისუნთქა დაღლილმა და განაგრძო: -- ქალი ისეთი აღფრთოვანებული იყო საჩუქრებისგან და ზრუნვისგან, რომ აცრემლებულმა მკითხა, კიდევ ხომ არ იყო რამე, რასაც ჩემი ცოლი აღარ ხმარობდა და მე... 1405 8-ს მოსწონს
|